უმე-ს საქმეთა მმართველი ყვებოდა ტაძრის მიმტაცებლების მონანიების შესახებ

07 თებერვალი 2021 00:00
14
მიტროპოლიტი ანტონი. ფოტო: страница Фейсбук митрополита მიტროპოლიტი ანტონი. ფოტო: страница Фейсбук митрополита

გადაცემაში „დილა ინტერთან“ მიტროპოლიტი ანტონი ყვებოდა იმაზე, რომ როვენსკის ოლქში ტაძრის მიტაცების მონაწილეები ბოდიშს იხდიდნენ თავისი მოქმედების გამო.

უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის საქმეთა მმართველი, ბორისპოლისა და ბროვარის მიტროპოლიტი ანტონი (პაკანიჩი) ტელეგადაცემა „დილა ინტერთან“ უკრაინაში საეკლესიო რეიდერობის თემაზე სიუჟეტში ყვებოდა იმის შესახებ, რომ როვენის ოლქში ტაძრის მიტაცების მონაწილეები სინანულით მივიდნენ  მასთან.

მიტროპოლიტის სიტყვებით, როვენის ოლქში უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ტაძრის რეიდერული მიტაცების შემდეგ მორწმუნეებმა ერთი წლის განმავლობაში ააშენეს ახალი ტაძარი. მის კურთხევაზე კი მოვიდნენ ისინიც,  ვინც მიტაცებაში მონაწილეობდა. „ისინი ტიროდნენ იმის გამო, რაც მაშინ ჩაიდინეს, ასე მეუბნებოდნენ: გვაპატიეთ, ჩვენ არ გვესმოდა, რას ვაკეთებდით“, - ყვებოდა უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის საქმეთა მმართველი.

სიუჟეტში  გამოვიდნენ პოლიტოლოგებიც, რომლებიც ლაპარაკობდნენ პატრიარქ ბართლომეს უკრაინაში დაგეგმილი ვიზიტის შესაძლო შედეგებისა  და ქვეყანაში რელიგიური სიმშვიდის რეცეპტის შესახებ.

როგორც მჟკ წერდა,უმე-ს მიტროპოლიტი კლიმენტი (ვეჩერა)  «UA:Перший» ეთერში მეუ-ს აქტივისტებს მოუწოდა არ შექმნან კონფლიქტი ტაძრების წართმევით,არამედ ააშენონ თავისით.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
ასევე წაიკითხეთ