მიტროპოლიტი კლიმენტი: დრაბინკომ დაამტკიცა, რომ მეუ შეუძლებელია იყოს ეკლესია

მეუ-ს "იერარქი" ალექსანდრე (დრაბინკო).ფოტო: скриншот ютуб-канал "Прямой"

უმე-ს იერარქმა კლიმენტმა «UA:Перший»-ს ეთერში გაიხსენა დრაბინკოს დისერტაცია, სადაც ის  ამტკიცებდა, რომ მეუ-ს მსგავსი ორგანიზაციები შეუძლებელია გახდნენ ეკლესიები.

უკრაინის  მართლმადიდებელი ეკლესიის სინოდალური საინფორმაციო-საგანმანათლებლო განყოფილების თავმჯდომარემ, ნეჟინსკისა და პრილუკსკის მიტროპოლიტმა კლიმენტმა (ვეჩერა) ტელეარხ «UA:Перший» პირდაპირ ეთერში შეახსენა სტუდიაში მყოფ უკრაინაში  მართლმადიდებელი ეკლესიის „იერარქს“ ალექსანდრეს (დრაბინკო) ის, რომ ამ უკანასკნელმა დაიცვა დისერტაცია, სადაც დაამტკიცა შეუძლებლობა იმისა, რომ კიევის საპატრიარქოს უკრაინის  მართლმადიდებელი ეკლესიისა და უკრაინის  ავტონომიური მართლმადიდებელი ეკლესიის „თვითმარქვიები“ ვერ შექმნიან კანონიკურ ეკლესიას.

 „მეუფე“ ალექსანდრემ დისერტაციაში ძალზე დეტალურად და პროფესიონალურად ახსნა, რომ ყველა, კიევის საპატრიარქოც და უკრაინის  ავტონომიური მართლმადიდებელი ეკლესიაც  და ყველა სხვა, ვინც შექმნა უკრაინაში   მართლმადიდებელი ეკლესია, არიან აბსოლუტურად არაკანონიკურები და ვერ იწოდებიან ეკლესიად ამ სიტყვის სრული გაგებით, - თქვა მეუფე კლიმენტმა. ვინაიდან ის რელიგიური ჯგუფები, ვინც შექმნა უკრაინაში მართლმადიდებელი ეკლესია, ბატონი ალექსანდრეს დისერტაციის დასკვნის თანახმად,  ეკლესიები საერთოდ არ ყოფილან, ისინი „თვითმარქვიებია“.

მიტროპოლიტმა კლიმენტმა ახსნა, რომ უკრაინის  მართლმადიდებელი ეკლესია არის უკრაინის ეკლესია და მას  ყველა უფლება აქვს, რაც მის თვითმმართველობას განსაზღვრავს. ამიტომ მისი სახელწოდების შეცვლაზე ლაპარაკი სრულიად უსაფუძვლოა. ხოლო გაერთიანებები ან გადასვლა უკრაინაში  მართლმადიდებელი ეკლესიის მსგავს ორგანიზაციებში შეუძლებელია ამ უკანასკნელთა არაკანონიკურობის გამო.

როგორც მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი იუწყებოდა, დრაბინკომ გაანაწყენა ბუკოვინელები „არაუკრაინულობის“ გამო, ჩერნივიცკის ეპარქიის მდივნის სიტყვებით.

თუ შეცდომა შეამჩნიეთ, მონიშნეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl Enter- ს, რომ შეატყობინოთ ამის შესახებ რედაქციას.

გამოკითხვა

უნდა მოუწოდოს თუ არა მღვდელმსახურმა მრევლს COVID-19 საწინააღმდეგო ვაქცინაციისკენ?
დიახ, ეპისკოპოსები და მღვდელმსახურები ზრუნავენ მრევლის ჯანმრთელობაზე
14%
არა, ეს წმინდა სამედიცინო საკითხია, ეკლესია აქ არაფერ შუაშია
86%
ჩემთვის სულ ერთია
0%
სულ ხმა მისცა: 7

იუმორი

გაკვეთილზე მასწავლებელი სვამს კითხვას:

– ბავშვებო! დაასახელეთ რომელიმე სასწაული?

გოგონა, რომელიც იზრდებოდა ქრისტიანულ ოჯახში, სწევს ხელს. მასწავლებელი მას ეკითხება.

– სასწაული იყო, როდესაც ღმერთმა ებრაელები გამოიყვანა წითელი ძღვიდან.

ეტყობა ურწმუნო მასწავლებელი პასუხობს:

– ამას არ შეიძლება ეწოდოს სასწაული. მეცნიერებმა დაადგინეს, რომ იმ დროს იმ ადგილზე წყალი მუხლებამდე იყო და ზღვის გადმოლახვა ნებისმიერს შეეძლო.

მასწავლებელი აგრძელებს კითხვის დასმას:

– ბავშვებო! ვინმეს შეუძლია მითხრას რაიმე სასწაული?

ისევ ის გოგონა სწევს ხელს. მასწავლებული იძულებული ისევ ჰკითხოს მას.

– სასწაული იყო,როდესაც ფარაონის ყველა მხლებლები წყალში ჩაიძირნენ, რომელიც მუხლებამდე სწვდებოდათ.

 

არქივი

Система Orphus