მეუ-ს ,,იერარქებმა’’ შოსტაცკის მოუწოდეს შეწყვიტოს მჟკ-ს კითხვა

01 თებერვალი 2021 23:20
0
სერგეი დუმენკო (მარცხნივ) და სოფრონი (ჩუპრინა). ფოტო: Фейсбук Чуприны სერგეი დუმენკო (მარცხნივ) და სოფრონი (ჩუპრინა). ფოტო: Фейсбук Чуприны

მეუ-ს წევრებმა თავის ,,მღვდელმსახურებს’’ და ,, ეპისკოპოსებს’’ მოუწოდეს 2021 წლიდან შეწყვიტონ მართმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირის სტატიების კითხვა.

ვინიცკა-ბარის ეპარქიის პრეს-მდივანმა სოფრონიმ (ჩუპრინამ) მეუ-ს ,,იერარქებს’’ მოუწოდა მართმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირის გვერდი დაბლოკონ და აღარ წაიკითხონ მათი სტატიები. ამის შესახებ ჩუპრინამ ,,ეპისკოპოს’’ გაბრიელ კრიზინის ფეისბუქ გვერდზე დაწერა კომენტარებში.

კრიზინა ამაყობდა, რომ 2021 წლის 1 იანვრიდან შეწყვიტა მჟკ-ს პუბლიკაციების კითხვა, რომლებიც მხარს უჭერენ უკრაინის მართმადიდებლურ ეკლესიას, და ასევე სხვა რესურსების კითხვა, რადგანაც ისინი ,, ბოროტებას და შუღლს თესავენ’’. ჩუპრინამ საპასუხოდ სურვილი გამოთქვა, რომ 1 თებერვლიდან მჟკ-დან გამოეწერება მეუ-ს ყველა წევრი, და ასევე რჩევა მისცა,რომ ,,მათ ჯგუფში შესვლა უცნაურია’’,  მათ გამომწერებში ,,აღმოაჩინა მღვდელმსახურები და მეუ-ს ეპისკოპოსიც კი’’.

სასულიერო პირი ირწმუნება, რომ მისი სტრუქტურის წევრები არ უნდა კითხულობდნენ მჟკ-ს სტატიებს და ,,რეიტინგს უმატებდნენ’’ თავიანთი წევრობით საიტს.

როსტისლავის საპასუხოდ მეუ-ს სასულიერო პირმა ჟიტომირიდამ გ. მიროპოლმა დასვა კითხვა: ,,როდის შექმნიან მეუ-ში ისეთ რესურსს, როგორიცაა მჟკ?

შეგახსენებთ, ადრე გაბრიელ (კრიზინამ) განაცხადა, რომ უკრაინის ავტოკეფალურ მართმადიდებლურ ეკლესიაში ყოფნისას ის მოხვდა,,მადლიერ განხეთქილებაში’’, მაგრამ შემდეგ ის რეაბიტირებულ იქნა ფანარიონის მიერ ,,მონანიების გზით’’.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
ასევე წაიკითხეთ