ქსელში შეგვახსენეს ფანარიონის მიერ აღსრულებულ უამე განხეთქილების ქიროტონია

30 იანვარი 2021 19:00
34
კონსტანტინოპოლის პატრიარქი ბართოლომე. ფოტო: rbc.ru კონსტანტინოპოლის პატრიარქი ბართოლომე. ფოტო: rbc.ru

თუ 1995 წელს პატრიარქმა ბართოლომემ ხელახლა აღასრულა აშშ-ში უკრაინელი განხეთქილების მომხრეთა ხელდასხმა, 2018 წელს მან მიიღო განხეთქილების მომხრეები უკრაინიდან.

90-იანების შუა წლებში აშშ-ში უკრაინის ავტონომიური მართლმადიდებელი ეკლესიის უკრაინელი განხეთქილების მომხრეები ფანაორიტების მიერ ხელახლა ფარულად იყვნენ  ხელდასხმულები. ამის შესახებ შეგვახსენა ბლოგერმა ალექსანდრე ვოზნესენსკიმ თავის  Facebook გვერდზე.

„1995 წელს კონსტანტინემ (ბაგანმა) და მის დაქვემდებარებაში მყოფმა განხეთქილების სტრუქტურამ კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს სინოდში შეიტანეს თხოვნა პატრიარქ ბართლომეს ომოფორის ქვეშ მათი მიღების შესახებ. 1995 წლის 12 მარტს კონსტანტინოპოლის ეკლესიის სინოდმა დააკმაყოფილა ეს თხოვნა. მას შემდეგ მოხდა აშშ-ში უკრაინის ავტონომიური მართლმადიდებელი ეკლესიის ყოფილი „მიტროპოლიის“ იერარქთა და სასულიერო პირთა ხელახალი ხელდასხმა, რომელმაც ჩაიარა ყოველგვარი გახმაურების გარეშე. ამის შემდეგ კონსტანტინემ (ბაგანმა) მიიღო ირინოპოლისის ტიტულარული მიტროპოლიტის ხარისხი და აშშ-ში კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს ავტონომიური მიტროპოლიის ხელმძღვანელად დაინიშნა“, - შეგვახსენა ბლოგერმა «Седмица.ру»-ს 2012 წლის შეტყობინება.

თავის კომენტარში ვოზნესენსკი წერს, რომ „განხეთქილების მომხრეები, რომლებსაც ხელმძღვანელობდა სკრიპკინი, ძირითადად  იყვნენ უწყალონი და უხარისხონი, მაგრამ ისინი ხელახალ ხელდასხმას ითხოვდნენ. თვით სკრიპკინი არ იყო ხელახლა ხელდასხმული, ვინაიდან გარდაიცვალა აშშ-ს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის კონსტანტინოპოლის საპატრიარქოში შესვლამდე“.

ბლოგერმა აღნიშნა, „ეჭვგარეშეა, რომ თუ მის ქვეშევრდომებს არ ჰქონდათ ხარისხი, გამომდინარე აქედან,  სკრიპკინსაც არ ჰქონდა ხარისხი“.

„მაგრამ 2018 წელს პატრიარქმა ბართლომემ, რომელმაც ადრე  აშშ-ს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესია ხელდასხმის გზით მიიღო, მიიღო განხეთქილების მომხრეებიც, რომლებსაც  ხარისხის არმქონე სკრიპკინი ხელმძღვანელობდა, და რაღაც სასწაულით მათ მღვდლობა მიიღეს. მართლაც სასწაულია... თურმე ასეც ხდება, რომ სტრუქტურას ხელმძღვანელობს ადამიანი ხარისხის გარეშე, მისი ქვეშევრდომები კი ეპისკოპოსები და მღვდლებია. ოჰ, რა სიღრმეა ელინური სიბრძნისა!“ - სარკასტულად აღნიშნა ვოზნესენსკიმ. 

მანამდე მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, რომ მიტროპოლიტმა ილარიონმა (ალფეევმა) მოუყვა ბერძნულ მასმედიას უკრაინელი განხეთქილების მომხრეების „ქიროტონიების“ შესახებ.

გარდა ამისა, რუმინეთის  მართლმადიდებელი ეკლესიის სინოდმა მიმართა ფანარს თხოვნით „გაარკვიოს არაკანონიკური იერარქებისა და მღვდლების პრობლემა, რომლებიც ეკუთვნოდნენ ყოფილ „კიევის საპატრიარქოს“.

უკრაინაში  მართლმადიდებელი ეკლესიის „ქიროტონიების“ შესახებ პოზიცია გამოხატა ალბანეთის ეკლესიის სინოდმა: „იკონომიის თანახმად, როგორ შეიძლება ვაღიაროთ ეს ქიროტონიები  როგორც სულიწმიდის მადლით აღსრულებულების, ეს ქიროტონიები (სქიზმატიკოსთა - რედ.) - სულიწმიდის გმობაა... შეუძლებელია  ქიროტონიების აღიარება, რომლებიც აღსრულდა განკვეთილი და ანათემას გადაცემული ფილარეტ დენისენკოს მიერ, ისინი  არამართებულები და სულიწმიდის მადლს მოკლებულები არიან“.

განხეთქილების „საიდუმლოებების“ შესახებ ეჭვი გამოთქვა კვიპროსის ეკლესიის სინოდმაც: „როგორც კვიპროსის, ასევე მთელი მართლმადიდებელი ეკლესიის 2000-წლიანი ისტორია ეჭვის ქვეშ აყენებს საიდუმლოებების ლეგალიზაციის შესაძლებლობას , რომლებიც აღესრულა ხარისხჩამორთმეული,  ეკლესიისგან განკვეთილი და ანათემირებული მღვდელმთავრების მიერ“.

ალბანეთის  მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვრის, არქიეპისკოპოს ანასტასიოსის აზრით, „იმ მომენტიდან, რაც ფილარეტი განკვეთილი და ანათემირებული იყო, მას არ შეეძლო ქიროტონიის აღსრულება“.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
ასევე წაიკითხეთ