არ მინდა ჩემმა კომენტარმა იმოქმედოს ეკლესიაზე, – პატრიარქი თეოფილე

იერუსალიმის პატრიარქი თეოფილე. ფოტო: kurir.rs

პატრიარქმა თეოფილემ მეუ-ზე დასმულ კითხვებზე პასუხის დროს განაცხადა, რომ ყველა ქრისტიანისათვის მნიშვნელოვანია ერთი მთლიანი სიწმინდის,მსოფლიო სამოციქულო ეკლესიის წევრობა.

2021 წლის 26 იანვარს იერუსალიმის მიტროპოლიტმა თეოფილემ ბელგრადის გამომცემლობა «Кurir»  -თან ინტერვიუს დროს განაცხადა, რომ არ სურს, მისი კომენტარები ცუდად აისახოს მართმადიდებლური ეკლესიის ერთიანობაზე.

გამომცემლობის ჟურნალისტმა პატრიარქს დაუსვა არგუმენტირებული კითხვა თუ რომელი მხარის პოზიციას (რუსეთის ეკლესიის თუ ფანარიონის) იზიარებდა ის მეუ-ს ,, ავტოკეფალიასთან’’ დაკავშირებით და რამდენად დამანგრეველია ეს სიტუაცია მთელი მართმადიდებლური სამყაროსათვის.

ამ კითხვაზე იერუსალიმის პატრიარქმა უპასუხა,რომ «როგორც ქრისტეს საფლავის და წმინდა მიწის სიწმინდეების მცველი» ის ლოცულობს მთელი მართმადიდებლური სამყაროს ერთიანობაზე.

«ჩემი პასუხი ცხადია – მე ვლოცულობ მთელი მსოფლიოს ქრისტიანებზე, და მე არ მინდა კომენტარი( მეუ-ზე შეკითხვა, - რედაქტორი)  გავაკეთო ისე, რომ ამან ცუდი ზეგავლენა მოახდინოს ქრისტიანების ერთიანობასა და მსოფლიო ქრისტიანებზე», – განაცხადა პატრიარქმა თეოფილემ.

მისი სიტყვებით, «ყველა მართმადიდებელისათვის მნიშვნელოვანია იყოს ერთი სიწმინდის ნაწილი, მსოფლიო სამოციქულო ეკლესიის წევრი. ისინი, ვისაც ესმით რა არის სიწმინდე, სამყარო, ესეიგი სამოციქულო ეკლესია კარგად გაიგებენ თქვენს მიერ დასმულ კითხვაზე ჩემს პასუხს».

ადრე მჟკ წერდა, 2020 წლის 26 თებერვალს იორდანიის დედაქალაქ ამანში დაიწყო შეხვედრა ადგილობრივი მართმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლებს შორის, იერუსალიმის პატრიარქი თეოფილე lll -ს მოწვევით.

მოგვიანებით ფანარიონის მეთაურმა პატრიარქ თეოფილე lll - ს ლანძღვის შემცველი წერილი გაუგზავნა.

თუ შეცდომა შეამჩნიეთ, მონიშნეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl Enter- ს, რომ შეატყობინოთ ამის შესახებ რედაქციას.

გამოკითხვა

უნდა მოუწოდოს თუ არა მღვდელმსახურმა მრევლს COVID-19 საწინააღმდეგო ვაქცინაციისკენ?
დიახ, ეპისკოპოსები და მღვდელმსახურები ზრუნავენ მრევლის ჯანმრთელობაზე
0%
არა, ეს წმინდა სამედიცინო საკითხია, ეკლესია აქ არაფერ შუაშია
100%
ჩემთვის სულ ერთია
0%
სულ ხმა მისცა: 4

იუმორი

გაკვეთილზე მასწავლებელი სვამს კითხვას:

– ბავშვებო! დაასახელეთ რომელიმე სასწაული?

გოგონა, რომელიც იზრდებოდა ქრისტიანულ ოჯახში, სწევს ხელს. მასწავლებელი მას ეკითხება.

– სასწაული იყო, როდესაც ღმერთმა ებრაელები გამოიყვანა წითელი ძღვიდან.

ეტყობა ურწმუნო მასწავლებელი პასუხობს:

– ამას არ შეიძლება ეწოდოს სასწაული. მეცნიერებმა დაადგინეს, რომ იმ დროს იმ ადგილზე წყალი მუხლებამდე იყო და ზღვის გადმოლახვა ნებისმიერს შეეძლო.

მასწავლებელი აგრძელებს კითხვის დასმას:

– ბავშვებო! ვინმეს შეუძლია მითხრას რაიმე სასწაული?

ისევ ის გოგონა სწევს ხელს. მასწავლებული იძულებული ისევ ჰკითხოს მას.

– სასწაული იყო,როდესაც ფარაონის ყველა მხლებლები წყალში ჩაიძირნენ, რომელიც მუხლებამდე სწვდებოდათ.

 

არქივი

Система Orphus