უმე-ში მწვავე რეაქცია მოჰყვა ხელისუფლების ინიციატივას დაკანონდეს ევთანაზია

ბორისპოლისა და ბროვარის მიტროპოლიტი ანტონი (პაკანიჩი). ფოტო: facebook.com/Митрополит Антоний

მიტროპოლიტმა ანტონმა (პაკანიჩი) მოუწოდა ხელისუფლებას დაეხმარონ უბრალო ადამიანებს გაუმკლავდნენ პრობლემებს, და არა უბიძგონ თვითმკვლელობისკენ, თუნდაც "ლეგალურად."

უმე-ს საქმეთა მმართველი, ბორისპოლისა და ბროვარის მიტროპოლიტი ანტონი (პაკანიჩი) თავის კომენტარში პორტალისათვის "მართლმადიდებლური ცხოვრება" განაცხადა, რომ ხელისუფლების მხრიდან ინიცირებული პროექტი ევთანაზიის ლეგალიზებაზე, ქვეყანაში არსებულ  დღევანდელ რთულ სიტუაციაში საზოგადოების საფუძვლიანი განხილვის გარეშე არ უნდა გამოჩნდეს. ეპისკოპოსი თვლის, რომ "ახლა ხელისუფლების პირველი ამოცანაა - შეუმსუბუქოს უბრალო ადამიანებს მდგომარეობა და დაეხმაროს მათ დაძლიონ კრიზისით გამოწვეული პრობლემები, და არა უბიძგონ თვითმკვლელობისკენ, თუნდაც "ლეგალურად".

მიტროპოლიტმა თქვა, რომ ნებისმიერი მკვლელობა ადამიანისა ადამიანის მიერ არის საშინელი ცოდვა, მაგრამ ამისი მონანიებაც შეიძლება. მხოლოდ თვითმკვლელებისთვისაა მონანიების გზა დაკეტილი, რადგანაც თავის მოკვლით ადამიანი მიდის მოუნანიებელი მკვლელების მარადიულ სამყოფელში, "ამიტომ ჩვენ არ შეიძლება არ გვაღელვებდეს თვითონ დაკანონების შესაძლებლობა თვითმკვლელობისა ქრისტიანულ ქვეყანაში."

ეპისკოპოსმა აღნიშნა, რომ ახლა ღებულობენ ბევრ უცნაურ კანონებს, ასე მაგალითად, "მსუბუქი ნარკოტიკების"გამოყენების ლეგალიზაცია ფორმალურად "სამედიცინო მიზნებით", მაგრამ ჩვენ "მშვენივრად გვესმის, რომ ბევრი გაუაზრებელი კანონი რამდენ გასაძვრენ ხვრელს  ტოვებს ბოროტი გამოყენებისთვის".

ამიტომ მიტროპოლიტი შეშფოთებლია შესაძლო ბოროტი გამოყენების და უკანონობისა, რომელსაც გამოიწვევს "ასისტირებული თვითმკვლელობის" ფორმალური ლეგალიზება, იმის გათვალისწინებით, რომ "ახლა ხალხი ცხოვრობს არასახარბიელო ეკონომიკურ პერიოდში, ასეთი პროექტები გამომწვევად გამოიყურებიან."

როგორც მჟკ იტყობინება, უმაღლესი რადის ვიცე-სპიკერმა რუსლან სტეფანჩუკმა წარმოადგინა უკრაინის სამოქალაქო კოდექსის ცვლილებების კონცეპცია, რომელშიც ყველაფერ დანარჩენთან ერთად იქნება გათვალისწინებული ევთანაზია და ეგრეთწოდებული "ასისტირებული თვითმკვლელობა".

თუ შეცდომა შეამჩნიეთ, მონიშნეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl Enter- ს, რომ შეატყობინოთ ამის შესახებ რედაქციას.

გამოკითხვა

მართალია თუ არა პატრიარქი ვარფოლომეი, როცა ამბობს რომ ფანარიონის პირველობის ეჭვის ქვეშ დაყენება ზიანს აყენებს მართლმადიდებლობას?
დიახ, ფანარიონი პირველია - და ამაზე ვერც იკამათებ
20%
არა, ეკლესიაში პირველი - მხოლოდ ქრისტეა
80%
ჩემთვის სულერთია ფანარიონის განცხადებები
0%
სულ ხმა მისცა: 10

არქივი

Система Orphus