დრაბინკო: ბუკოვინელთა „არაუკრაინულობას“ ეთნიკური ქვეტექსტი არ გააჩნია

მეუ-ს ,,იერარქი'' ალექსანდრე (დრაბინკო). ფოტო: скриншот ютуб-канал "Прямой"

მეუ-ს „იერარქმა“ ალექსანდრე (დრაბინკომ) განაცხადა, რომ მჟკ-ს პუბლიკაციები, თავისი ციტატებით, ბუკოვინელთა უკრაინული ფესვების არარსებობის შესახებ „საზიზღარი პროვოკაციაა“.

უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის „იერარქმა“ ალექსანდრე (დრაბინკომ) განაცხადა, რომ მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირის პუბლიკაციები, თავისი ციტატებით, ბუკოვინელთა უკრაინული ფესვების არარსებობის შესახებ „საზიზღარი პროვოკაციაა“.

ექს-მოტროპოლიტმა ალექსანდრე (დრაბინკომ) ექსპრესიული კომენტარი გააკეთა ბუკოვინელების რეაქციაზე მის  სიტყვებზე, რომ „განსაკუთრებული უკრაინული ფესვები ამ ხალხს არ აქვთ“. თავისი ფეისბუქის გვერდზე დრაბინკო აცხადებს: „ნუ გადამკიდებენ ეს „ფეხშიშველა“ უთვისტომო მოსკალები ჩემს უკრაინელ ბუკოვინელებს! ყველას, ვინც უკრაინის გაერთიანების დღეს შეცდომაში შეყავს ეგრეთ წოდებულ მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირს, თითქოს „ბუკოვინელთა არაუკრაინულობის გამო  წყენით“ და ვინც წაიკითხა ეს საზიზღარი პროვოკაცია, განაწყენდა, დაჟინებით ვურჩევ მიმართოს პირველწყაროს, ნახოს და ყურადღებით მოუსმინოს ნათქვამს“.

დრაბინკომ აგრეთვე განაცხადა, რომ „არავითარი ნაციონალური და ეთნიკური ქვეტექსტი ნათქვამში არ არის. არის მხოლოდ ეპოქისა და ცალკეული პიროვნების სუბიექტური დახასიათება ყოველგვარი განზოგადების გარეშე“.

შეგახსენებთ, რომ ალექსანდრე (დრაბინკო) ოსტაპ დროზდოვთან ინტერვიუში კომენტარს აკეთებს თავისი დამოკიდებულების შესახებ უნეტარესი ონოფრეს მიმართ, სადაც კერძოდ ამბობს: „თვით მიტროპოლიტი ონოფრე, წმინდა სერგის ლავრაში  გაზრდილი, წარმოშობით ბუკოვინიდანაა. ბუკოვინა შეუერთდა საბჭოთა უკრაინას უკვე მას შემდეგ, რაც რუმინეთი გახდა საბჭოთა კავშირთან ომის მონაწილე. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ რამე განსაკუთრებული უკრაინული ფესვები ამ ხალხს არ აქვთ.“

ბუკოვინაში დრაბინკოს განცხადებაზე მძაფრი რეაქცია იყო.

ისტორიულ მეცნიერებათა დოქტორიმა, ჩერნოვიცკის ნაციონალური უნივერსიტეტის პროფესორმა  მიხეილ ჩუჩკომ მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირის კორესპონდენტთან ინტერვიუში განაცხადა, რომ დრაბინკო „სრულიად არ ფლობს მასალას ეთნიკური სტატისტიკის, ისტორიის  შესახებ  და, შესაბამისად, ხალხი შეცდომაში შეყავს“: „ არსებობს 1910 წლის აღწერა, რომლის მიხედვით ბუკოვინის ჩრდილოეთ ნაწილში მოსახლეობის უმრავლესობა უკრაინელები იყვნენ, ხოლო სამხრეთში - რუმინელები, - თქვა ისტორიკოსმა. ამიტომ იმის მტკიცება, რომ ბუკოვინელები ვიღაც „არაუკრაინელები“ არიან, თუ ვგულისხმობთ ჩერნოვიცკის ოლქს, იმ მოსახლეობას, ვინც ამ პერიოდში აქ ცხოვრობდა (უნეტარესის დაბადების დროს - რედ.), ეს არის ფაქტების დამახინჯება და არაკომპეტენტურობა“.

უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ჩერნოვიცკო-ბუკოვინის ეპარქიაში განაცხადეს, რომ დრაბინკოს სიტყვები ბუკოვინელებზე და უნეტარეს მიტროპოლიტ ონოფრეზე, როგორც ხალხზე, „უკრაინული ფესვების“ გარეშე, შეურაცხმყოფელია. ეპარქიის მდივანმა, არქიმანდრიტმა ნიკიტა (სტოროჟუკმა) მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირის კორესპონდენტთან საუბარში თქვა, რომ ჩერნოვიცკის ოლქში ცხოვრობენ სხვადასხვა ეროვნების წარმომადგენლები, მაგრამ დრაბინკოს განცხადებები ბუკოვინელების „არაუკრაინულობის“ შესახებ „საწყენია ოლქის იმ 70% მოსახლეობისთვის, რომლებიც თავს უკრაინელებად თვლიან და უკრაინულ ენაზე ლაპარაკობენ“.

არქიმქნდრიტმა თქვა, რომ ოლქში არის სოფლები, სადაც უმრავლესობა რუმინულად ლაპარაკობს, მაგრამ უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვრის მშობლიურ ვიჟნიცკის რაიონში, კარპატებთან,  ყველა სოფელი უკრაინულენოვანია.

თუ შეცდომა შეამჩნიეთ, მონიშნეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl Enter- ს, რომ შეატყობინოთ ამის შესახებ რედაქციას.

გამოკითხვა

უნდა მოუწოდოს თუ არა მღვდელმსახურმა მრევლს COVID-19 საწინააღმდეგო ვაქცინაციისკენ?
დიახ, ეპისკოპოსები და მღვდელმსახურები ზრუნავენ მრევლის ჯანმრთელობაზე
14%
არა, ეს წმინდა სამედიცინო საკითხია, ეკლესია აქ არაფერ შუაშია
86%
ჩემთვის სულ ერთია
0%
სულ ხმა მისცა: 7

იუმორი

გაკვეთილზე მასწავლებელი სვამს კითხვას:

– ბავშვებო! დაასახელეთ რომელიმე სასწაული?

გოგონა, რომელიც იზრდებოდა ქრისტიანულ ოჯახში, სწევს ხელს. მასწავლებელი მას ეკითხება.

– სასწაული იყო, როდესაც ღმერთმა ებრაელები გამოიყვანა წითელი ძღვიდან.

ეტყობა ურწმუნო მასწავლებელი პასუხობს:

– ამას არ შეიძლება ეწოდოს სასწაული. მეცნიერებმა დაადგინეს, რომ იმ დროს იმ ადგილზე წყალი მუხლებამდე იყო და ზღვის გადმოლახვა ნებისმიერს შეეძლო.

მასწავლებელი აგრძელებს კითხვის დასმას:

– ბავშვებო! ვინმეს შეუძლია მითხრას რაიმე სასწაული?

ისევ ის გოგონა სწევს ხელს. მასწავლებული იძულებული ისევ ჰკითხოს მას.

– სასწაული იყო,როდესაც ფარაონის ყველა მხლებლები წყალში ჩაიძირნენ, რომელიც მუხლებამდე სწვდებოდათ.

 

არქივი

Система Orphus