მასმედიაში ყვებოდნენ ზაპოროჟიეში უმე-ს კლირიკოსებზე თავდასხმის დეტალებზე

დეკანოზი ვლადიმერ გუმენიუკი. ფოტო: newsae.ru

ზაპოროჟიეს ეპარქიაში არ მსჯელობენ, რა დგას ღვთისმსახურებზე თავდასხმის უკან,  მათ სამართალდამცავი  ორგანოების მუშაობის იმედი აქვთ.

ტელეარხმა „ინტერმა“ გადაიღო სიუჟეტი უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ზაპოროჟიეს ეპარქიის ორ კლირიკოსზე თავდასხმის შესახებ - დეკანოზ ვლადიმერ  გუმენიუკზე და დიაკვან გიორგი ჩერპაკოვზე და მის ოჯახზე.

12 იანვარს უცნობი თავს დაესხა ზაპოროჟიეს წმინდა საფარველის ტაძრის დეკანოზს ვლადიმერ გუმენიუკს და დანით დაუზიანა თავი.

ჩვენ გადავეყარეთ ერთმანეთს გზაზე და მე მოულოდნელად მივიღე დარტყმა თავში, დავეცი ცალ მუხლზე და ინსტიქტურად თავზე ხელები დავიფარე. რამდენიმე წუთით მეტყველება დავკარგე. ეტყობა, ის (თავდამსხმელი - რედ.) - უბედური ადამიანია“, - ყვებოდა ტელეარხ „ინტერთან“ ინტერვიუში დაზარალებული მღვდელი.

მამა ვლადიმერი თავისი ფეხით მივიდა საავადმყოფოში, სადაც მას ოპერაცია გაუკეთეს. სანამ მღვდელი საავადმყოფოში იყო, იგივე რაიონში 16 იანვარს მოხდა კიდევ ერთი თავდასხმა უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის კლირიკოსზე - დიაკვან გიორგი ჩერპაკოვზე. დიაკვანი ყვებოდა, რომ პირველ რიგში მას შეეშინდა თავისი ოჯახის გამო.

„(თავდამსხმელი - რედ.) იხსნის ქურთუკს, მარცხენა ხელით იღებს დანას, გადააქვს მარჯვენა ხელში და დანით მოდის ჩვენსკენ. როდესაც ის ძალიან ახლოს მოვიდა, ჩვენ დავიწყეთ ხმამაღლა ლოცვა, ის კი გაიძურწა და გაგვშორდა“, - ყვებოდა დიაკვანი.

ეპარქიის კლირიკოსებზე თავდასხმის სერიაზე კომენტარს აკეთებს ზაპოროჟიესა და მელიტოპოლის მიტროპოლიტი ლუკა (კოვალენკო).

მღვდლის ადგილას შეიძლება ყოფილიყო ნებისმიერი გამვლელი, იმდენად დიდი რაოდენობით რისხვა, ბოროტება და სისასტიკეა დაგროვილი ჩვენს საზოგადოებაში. ეს კიდევ ერთი ნიშანია და უფალი გვიჩვენებს, რომ სწორი გზით მივდივართ, უფლის გზით მივდივართ“, - თქვა მეუფემ.

ეკლესიაში არ მსჯელობენ, რა დგას ღვთისმსახურებზე თავდასხმის უკან,  მათ სამართალდამცავი  ორგანოების მუშაობის იმედი აქვთ.

ზაპოროჟიეს წმინდა საფარველის ტაძარში, სადაც მსახურობს დეკანოზი ვლადიმერ გომენიუკი, მრევლი ლოცულობს თავისი  მოძღვრისთვის  და სწრაფ გამოჯანმრთელებას უსურვებს მას.

თუ შეცდომა შეამჩნიეთ, მონიშნეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl Enter- ს, რომ შეატყობინოთ ამის შესახებ რედაქციას.

გამოკითხვა

მართალია თუ არა პატრიარქი ვარფოლომეი, როცა ამბობს რომ ფანარიონის პირველობის ეჭვის ქვეშ დაყენება ზიანს აყენებს მართლმადიდებლობას?
დიახ, ფანარიონი პირველია - და ამაზე ვერც იკამათებ
20%
არა, ეკლესიაში პირველი - მხოლოდ ქრისტეა
80%
ჩემთვის სულერთია ფანარიონის განცხადებები
0%
სულ ხმა მისცა: 10

არქივი

Система Orphus