ჩვენ გვაშფოთებს ვაქცინის დანერგვის მეთოდები, – უმე-ს იერარქი

ეპისკოპოსი ვიქტორ ბარიშევსკი (კოცაბა). ფოტო: facebook.com/V.D.Kotsaba

COVID ვაქცინის წინააღმდეგი არ ვართ , მორწმუნეები შეშფოთებულნი არიან მისი ორგანიზმში შეყვანის სავარაუდო გზებზე, აღნიშნა ეპისკოპოსმა ვიქტორმა (კოცაბა).

ეკლესია არ ეწინააღმდეგება ვაქცინაციას, მაგრამ მორწმუნეებში აღშფოთებას იწვევს  ვაქცინის სავარაუდო დანერგვა,  COVID - პასპორტი და ეთიკის ნორმების დარღვევა ზიგიერთი ვაქცინის მიღების დროს,  განაცხადა ეპისკოპოსმა ვიქტორ ბარიშევსკიმ (კოცაბა) თავის ბლოგში საიტზე   korrespondent.net. 

უმე-ს იერარქმა აღნიშნა, რომ საყოველთაო ვაქცინაციის გადაწყვეტილება არ უნდა მიიღოს მთავრობის წევრმა,არც მღვდელმსახურმა , « არამედ თვითონ პიროვნებამ,რომელიც ზრუნავს საკუთარ ჯანმრთელობაზე». ვაქცინაციის გადაწყვეტილებას წინ უნდა უძღოდეს აბსოლუტური ინფორმირებულობა ვაქცინის შესახებ,რომელიც მედიკოსებმა უნდა უზრუნველჰყონ.

მორწმუნეებისათვის პრობლემური საკითხია ვაქცინის მიღების გზა და COVID-პასპორტის შემოღება

,,ისტორიას ახსოვს არაერთი შემთხვევა,როდესაც სიტყვით კარგმა საქმემ გამოიწვია საზოგადოების გამიჯვნა, ,,სწორებად’’ და ,,არასწორებად’’ დაყოფა, ასევე დამცირებისა და დევნის მიზეზი გახდა, – გაგვაფრთხილა ეპისკოპოსმა

ეპისკოპოსი ვიქტორის სიტყვებით, აღშფოთებას იწვევს ზოგიერთი მწარმოებლის მიერ ეთიკის ნორმების დარღვევის გზით ვაქცინის მიღება. საუბარია ვაქცინის შესაქმნელად აბორტის შემდგომი პროდუქტის გამოყენებაზე.

«მორწმუნეებს შორის წინააღმდეგობას ვაწყდებით ვაქცინის ასეთი გზით მიღების გამო. ამიტომაც დგება საკითხი სხვა ალტერნატიული ვაქცინის გამოყენებისა», –აღნიშნა ეპისკოპოსმა.

როგორც მართმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდაუკრაინის ჯანდაცვის სამინისტრომ განაცხადა COVID-პასპორტის შემოღების შესახებ.

თუ შეცდომა შეამჩნიეთ, მონიშნეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl Enter- ს, რომ შეატყობინოთ ამის შესახებ რედაქციას.

გამოკითხვა

მართალია თუ არა პატრიარქი ვარფოლომეი, როცა ამბობს რომ ფანარიონის პირველობის ეჭვის ქვეშ დაყენება ზიანს აყენებს მართლმადიდებლობას?
დიახ, ფანარიონი პირველია - და ამაზე ვერც იკამათებ
20%
არა, ეკლესიაში პირველი - მხოლოდ ქრისტეა
80%
ჩემთვის სულერთია ფანარიონის განცხადებები
0%
სულ ხმა მისცა: 10

არქივი

Система Orphus