მოსკოვის საპატრიარქომ არ დაადასტურა შოსტაცკის განცხადება ავტოკეფალიაზე

მოსკოვის საპატრიარქოს შენობა. ფოტო: pravoslavie.ru

მოსკოვის საპატრიარქოში არ აღმოჩნდა საბუთები, რომლებიც ადასტურებენ, რომ სვიმეონი (შოსტაცკი) მოსკოვის კრებებზე  „მუდმივად აგიტაციას უწევდა ავტოკეფალიას“.

მოსკოვის საპატრიარქოს თანამშრომლებმა უპასუხეს მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირის კითხვას, სადაც არ დაადასტურეს ექს-მიტროპოლიტის სვიმეონ (შოსტაცკის) სიტყვები, რომელიც აცხადებდა, რომ ის „მოსკოვში მუდმივად ავტოკეფალიაზე ლაპარაკობდა“. 

სააგენტო «RISU» ბოლო ინტერვიუში უკრაინაში მართლმადიდებელი ეკლესიის ახლანდელმა „იერარქმა“ განაცხადა, რომ ყოველთვის ხიბლავდა უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის იდეა და ჯერ კიდევ უკრაინის  მართლმადიდებელი ეკლესიის შემადგენლობაში ყოფნისას ყველგან ლაპარაკობდა ამაზე, მათ  შორის მოსკოვის კრებებზეც.

„ვწერდი პატრიარქს, მუდმივად  ავტოკეფალიაზე ვლაპარაკობდი მოსკოვშიც, კიევშიც, - განაცხადა შოსტაცკიმ. - მე მივდიოდი („გაერთიანებულ კრებაზე“ - რედ.) იდეური მოსაზრებების გამო! თუმცა მეც მსაყვედურობდნენ, რომ მანამდე არ ვლაპარაკობდი და აგიტაციას არ ვუწევდი ავტოკეფალიას. ასეთებს ვუპასუხებ, რომ გახსნან კრებების სტენოგრამები (განსაკუთრებით მოსკოვში - იქ ყველა გამოსვლა იწერება) და ნათელი გახდება, რას ვლაპარაკობდი იქ“.

მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირმა თხოვნით მიმართა მოსკოვის საპატრიარქოს, რომ დაადასტუროს უკრაინის  მართლმადიდებელი ეკლესიის ექს-მიტროპოლიტის სიტყვები. მათ  შეატყობინეს, რომ შეამოწმეს ყველა მათ ხელთ არსებული არქივი, მაგრამ  შოსტაცკის ვერც ერთი განცხადება ვერ აღმოაჩინეს ავტოკეფალიის თემაზე.

„ჩვენს ხელთ არსებული ოქმების მიხედვით, მიტროპოლიტი სვიმეონი (შოსტაცკი): 2013 წლის მღვდელმთავართა კრებაზე გამოდიოდა დოკუმენტით „ეკლესიის პოზიციის შესახებ პერსონალური მონაცემების აღრიცხვისა და დამუშავების განვითარებასთან დაკავშირებით“; 2016 წლის კრებას არ ესწრებოდა, 2017 წლის კრებაზე რამდენჯერმე გამოვიდა სხვადასხვა თემით ქორწინების წესთან დაკავშირებით“.

შეგახსენებთ, რომ ადრე ექს-მიტროპოლიტმა  სვიმეონმა განაცხადა, რომ მას სინდისმა არ მისცა ნება დარჩენილიყო უკრაინის  მართლმადიდებელ ეკლესიაში.

თუ შეცდომა შეამჩნიეთ, მონიშნეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl Enter- ს, რომ შეატყობინოთ ამის შესახებ რედაქციას.

გამოკითხვა

მართალია თუ არა პატრიარქი ვარფოლომეი, როცა ამბობს რომ ფანარიონის პირველობის ეჭვის ქვეშ დაყენება ზიანს აყენებს მართლმადიდებლობას?
დიახ, ფანარიონი პირველია - და ამაზე ვერც იკამათებ
20%
არა, ეკლესიაში პირველი - მხოლოდ ქრისტეა
80%
ჩემთვის სულერთია ფანარიონის განცხადებები
0%
სულ ხმა მისცა: 10

არქივი

Система Orphus