უკრაინის ჯანდაცვის სამინისტრომ ბლანკებში შემოიღო „უცნობი სქესი“, - მასმედია

უკრაინის ჯანდაცვის სამინისტრომ ოფიციალურად შემოიღო დამატებითი „უცნობი სქესი“ COVID-19-ზე ლაბორატორიული ტესტირების მიმართვების ბლანკებში. ფოტო: premium.vgc.no

უკრაინის ჯანდაცვის სამონისტროს ბრძანების თანახმად, დამატებითი სქესობრივი კუთვნილება გაჩნდა COVID-19-ზე ლაბორატორიული ტესტირების მიმართვებში.

უკრაინის ჯანდაცვის სამინისტრომ ოფიციალურად შემოიღო დამატებითი „უცნობი სქესი“ COVID-19-ზე ლაბორატორიული ტესტირების მიმართვების ბლანკებში. ამის შესახებ განაცხადეს ჯანდაცვის სამინისტროს სამედიცინო უზრუნველყოფის დირექტორატში, იუწყება «Українські новини».

უწყების პასუხში, რომელიც მიიღეს საინფორმაციო სააგენტოს შეკითხვაზე, დაზუსტებულია, რომ ბლანკი დამტკიცებულია ჯანდაცვის სამინისტოს  28.03.2020 №722 ბრძანებითსამედიცინო დახმარების გაწევის ორგანიზება კორონავირუსით დაავადებულებისთვის (COVID-19)“.

ბლანკის გამოქვეყნებული ნიმუში მოწმობს, რომ უკრაინელებს, რომლებიც ტესტირებას გადიან კორონავირუსზე, თავაზობენ როგორც მამრობითი და მდედრობითი, აგრეთვე უცნობი სქესის მითითებას.

შეგახსენებთ, რომ 2020 წლის 12 სექტემბერს უკრაინამ მიიღო „ბიარიცის პარტნიორობის“ ოფიციალური სტატუსი. ექსპერტები თვლიან, რომ ამ საერთაშორისო პროექტის ინიციატივები, რომლებიც მიმართულია ე.წ. გენდერული თანასწორობის მისაღწევად, ემუქრებიან ტრადიციულ ფასეულობებს. ეკლესიაში, სადაც იზიარებენ უკრაინული საზოგადოების ღელვას გენდერული საკითხის წამოწევასთან დაკავშირებით,  მოუწოდეს „პარტნიორობის“ მუშაობის კონტროლისკენ.

მანამდე უკრაინის განათლების მინისტრმა სერგეი შკარლეტმა განაცხადა, რომ მიმდინარეობს უკრაინელი მოსწავლეების სახელმძღვანელოების გადაკეთება გენდერული თანასწორობის გათვალისწინებით.

საკვანძო სიტყვები: უკრაინა, ჯანდაცვა, სქესი
თუ შეცდომა შეამჩნიეთ, მონიშნეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl Enter- ს, რომ შეატყობინოთ ამის შესახებ რედაქციას.

გამოკითხვა

გაიკეთებთ თუ არა COVID საწინააღმდეგო აცრას?
სულ ხმა მისცა: 0

იუმორი

გაკვეთილზე მასწავლებელი სვამს კითხვას:

– ბავშვებო! დაასახელეთ რომელიმე სასწაული?

გოგონა, რომელიც იზრდებოდა ქრისტიანულ ოჯახში, სწევს ხელს. მასწავლებელი მას ეკითხება.

– სასწაული იყო, როდესაც ღმერთმა ებრაელები გამოიყვანა წითელი ძღვიდან.

ეტყობა ურწმუნო მასწავლებელი პასუხობს:

– ამას არ შეიძლება ეწოდოს სასწაული. მეცნიერებმა დაადგინეს, რომ იმ დროს იმ ადგილზე წყალი მუხლებამდე იყო და ზღვის გადმოლახვა ნებისმიერს შეეძლო.

მასწავლებელი აგრძელებს კითხვის დასმას:

– ბავშვებო! ვინმეს შეუძლია მითხრას რაიმე სასწაული?

ისევ ის გოგონა სწევს ხელს. მასწავლებული იძულებული ისევ ჰკითხოს მას.

– სასწაული იყო,როდესაც ფარაონის ყველა მხლებლები წყალში ჩაიძირნენ, რომელიც მუხლებამდე სწვდებოდათ.

 

არქივი

Система Orphus