მეუ-ს შემქმნელებმა ვერ გაითვალისწინეს,მორწმუნეების ერთგულება,–უმე-ს იერარქი

22 იანვარი 2021 20:04
0
ვინნიცის  და ბარის მიტროპოლიტი ვარსონოფი (სტოლიარი). ფოტო: eparhia.vinnica.ua ვინნიცის და ბარის მიტროპოლიტი ვარსონოფი (სტოლიარი). ფოტო: eparhia.vinnica.ua

მიტროპოლიტმა ვარსონოფიმ (სტოლიარი) თქვა, რატომ არ იმუშავა უკრაინის მართმადიდებლური ეკლესიების მეუ-ში გადასვლის პოროშენკოს პროგრამამ.

უკრაინის მთავრობის წნეხის მიუხედავად,უკრაინის მართმადიდებლური ეკლესიების ახალ სტრუქტურაში გადასვლის სქემამ არ იმუშავა , რადგანაც სქემის ავტორებმა ვერ გაითვალისწინეს , რომ ნამდვილი მორწმუნეები  და მღვდელმსახურები დარჩებოდნენ ქრისტეს ერთგულნი, აღნიშნა ვინნიცისა და ბარის მიტროპოლიტმა ვარსონოფიმ სერბეთის მართმადიდებლური ეკლესიის პრეს-სამსახურთან ინტერვიუში.

მიტროპოლიტმა ვარსონოფიმ მოჰყვა, რომ ვინნიცა გახდა ერთ ერთი პირველი პოროშენკოს გეგმის შესამოწმებლად.

«აქ იყო თვითნებური გამოსაცდელი პოლიგონი, – აღნიშნა იერარქმა. – პრეზიდენტის ადმინისტაციაში ჰქონდათ პროგრამა უკრაინის მართმადიდებლური ეკლესიების მეუ-ში გადასაყვანად , ასევე იყო ზეწოლის გეგმა არქიეპისკოპოსებისა და ღვთისმსახურების მიმართ ახალ სტრუქტურაში გადასასვლელად ». 

მიტროპოლიტის სიტყვებით , უმე-ს თემების დასაპყრობად მეუ-ს იდეოლოგებს ჰქონდათ «ბიზნეს-სტრუქტურული სქემა ,რომლის გამოყენებასაც აპირებდნენ  ეკლესიურ სივრცეში». 

«მაგრამ მათ ვერ გაითვალისწინეს, როგორც უწმინდესი ამბობდა,ეკლესია არის ორგანიზმი, რომელიც შედგება მორწმუნეებისაგან, ისინი არაფერზე არ გაცვლიან ყველაზე ღირებულსქრისტეს მიმართ ერთგულებას», –ხაზი გაუსვა მიტროპოლიტმა ვარსონოფიმ

მან აღნიშნა, რომ სასულიერო პირებზე სერიოზული ცდებისა და ზეწოლის მიუხედავად, მეუ-ს შემქმნელებს გეგმის ბოლომდე შესრულება არ გამოუვიდათ. ვინნიცკის ოლქში ახალ სტრუქტურაში გადავიდა ოციოდე  მღვდელი, «რომლებიც პირდაპირ დამოკიდებული იყვნენ ყოფილ  მმართველ ეპისკოპოსზე ». 

«სხვა დანარჩენი, ეს კი შეადგენს დაახლოებით 260 მღვდელს, ქრისტეს ერთგულნი დარჩნენ, ადგილობრივი ხელისუფლების ზეწოლის მიუხედავად», – ხაზი გაუსვა მიტროპოლიტმა ვარსონოფიმ.

როგორც მართმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა ,  პიფანე დუმენკომ განაცხადა, რომ უმე-ს თემები არ გადადიან მეუ-ში რადგან მათ ახალ ტაძრებს უშენებენ. 

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
ასევე წაიკითხეთ