ისტორიკოსი: დრაბინკოს თეზისი უნეტარესის "არაუკრაინელობაზე"- მითია

ალექსანდრე დრაბინკო და ოსტაპ დროზდოვი. ფოტო: скриншот youtube

ისტორიულ მეცნიერებათა დოქტორმა უარყო მეუ-ს "მიტროპოლიტის" სიტყვები იმაზე, რომ ბუკოვინის მაცხოვრებლებს და უმე-ს წინამძღოლს "განსაკუთრებული უკრაინული ფესვები" არ გააჩნიათ.

ისტორიულ მეცნიერებათა დოქტორმა,  ჩერნოვიცის ნაციონალური უნივერსიტეტის პროფესორმა მიხაილ ჩუჩკომ  მართლმადიდებელ ჟურნალისთა კავშირის კორესპოდენტთან კომენტარებში უარყო მეუ-ს "იერარქის" ალექსანდრ დრაბინკოს სიტყვები ბუკოვინას მაცხოვრებლებზე და უნეტარეს მიტროპოლიტ ონუფრიზე, როგორც ადამიანებზე, რომლებსაც არ გააჩნიათ "უკრაინული ფესვები".

ისტორიკოსმა დრაბინკოს ამ განცხადებას  უწოდა მითი, რომელიც არ შეესაბამება სიმართლეს და ადამიანები შეცდომაში შეყავს.

"ყოფილი დეკანოზი, რომელიც გავიდა კანონიკური ეკლესიიდან, სრულიად არ ფლობს მასალებს ეთნიკურ სტატისტიკაში, ისტორიაში და შესაბამისად, შეყავს ხალხი შეცდომაში",-თქვა ჩუჩკომ.

მისი სიტყვებით, ისტორიულად მთლიანად ბუკოვინა შედიოდა მოლდავეთის სამთავროში, მაგრა ეს იყო პოლიეთნიკური სახელმწიფო, სადაც უკვე მე-18 საუკუნეში უკრაინელები, რომლებსაც რუსინებს ეძახდნენ, იყვნენ მეორენი რაოდენობრივად, ხოლო მე-19 საუკუნის ბოლოს და მე-20 საუკუნის დასაწყისში ბუკოვინას ჩრდილოეთი ნაწილი, რომელიც დღეს ჩერნოვეცის ოლქია, უმეტესად ჩასახლებული იყო უკრაინელებით.

"არსებობს 1910 წლის აღწერა, სადაც ბუკოვინას ჩრდილოეთ ნაწილის მოსახლეობის უმრავლესობას უკრაინელები შეადგენდნენ, და სამხრეთის-რუმინელები,-თქვა ისტორიკოსმა. ამიტომ იმის მტკიცება, რომ ბუკოვინელები ვიღაც "არაუკრაინელები" არიან, თუ ამას ვიტყვით ჩერნოვიცის ოლქის მოსახლეობაზე, რომლებიც ცხოვრობდნენ აქ იმ პერიოდში (უნეტარესის დაბადება,-რედ.),- ეს ფაქტების დამახინჯება და არაკომპეტენტურობაა".

როგორც მჟკ იუწყებოდა, ადრე "მიტროპოლიტი"ალექსანდრ დრაბინკო აცხადებდა, რომ უნეტარესი მიტროპოლიტი ონუფრი ცხოვრებაში ხელმძღვანელობს მხოლოდ და მხოლოდ წმინდა წერილით და არ გააჩნია ნაციონალური ცნობიერება, და რომ "განსაკუთრებული უკრაინული ფესვები ამ ადამიანებს (ბუკოვინას მაცხოვრებლებს,-რედ.) არააქვთ."

თუ შეცდომა შეამჩნიეთ, მონიშნეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl Enter- ს, რომ შეატყობინოთ ამის შესახებ რედაქციას.

გამოკითხვა

მართალია თუ არა პატრიარქი ვარფოლომეი, როცა ამბობს რომ ფანარიონის პირველობის ეჭვის ქვეშ დაყენება ზიანს აყენებს მართლმადიდებლობას?
დიახ, ფანარიონი პირველია - და ამაზე ვერც იკამათებ
20%
არა, ეკლესიაში პირველი - მხოლოდ ქრისტეა
80%
ჩემთვის სულერთია ფანარიონის განცხადებები
0%
სულ ხმა მისცა: 10

არქივი

Система Orphus