რკე კარდინალი: ჩვენ ველით მართმადიდებლებისგან პირველის აღიარებას

რომის კათოლიკური ეკლესიის კარდინალი კურტ კოხი. ფოტო: catholicnewsagency.com

საერთო მართლმადიდებლური დაძაბულობა მოწმობს , რომ "ერთიანი მსახურება სამყაროსეულ დონეზე ეკლესიაში" ვერ შეიზღუდება  მხოლოდ საპატიო პირველობით, თვლის კურტ კოხი.

რომის კათოლიკური ეკლესიის კარდინალი და ქრისტიანთა ერთობის ხელშემწყობი პაპის საბჭოს პრეზიდენტი ელოდება, რომ მართლმადიდებელი ეკლესია ადრე თუ გვიან აღიარებს ისეთი ფორმის ერთიანობას, რომელიც მოიცავს იურიდიულ ელემენტებს. ამაზე მან დაწერა თავის მოსაზრებებში, რომელიც გამოქვეყნებულია ქრისტიანთა ერთობისადმი მიძღვნილ საკვირაო ლოცვაში, იუწყება  Catholic News Agency.

ვატიკანის კარდინალი დარწმუნებულია, რომ მართლმადიდებლებთან ეკუმენურ დიალოგში "უნდა იყოს სწავლების მზაობა ორივე მხრიდან" სინოდალობასა და პრიმატთან დაკავშირებით.

ასე, მისი აზრით, "ყველაზე მთავარი წვლილი, რომელიც შეუძლია შეიტანოს კათოლიკურმა ეკლესიამ არის "სინოდალობის განმტკიცება" პირველ რიგში რეგიონულ დონეზე, რამდენადაც ის განვითარებულია მართლმადიდებლობაში.

მართლმადიდებელი ეკლესიების მხრიდან კი, თვლის კურტ კოხი, "ჩვენ შეგვიძლია ველოდოთ იმის აღიარებას, რომ მსოფლიო დონეზე პირველობა არამარტო შესაძლებელი და ლეგიტიმურია საღვთისმეტყველო შეხედულებით, არამედ აუცილებელიცაა".

 მისი აზრით, "ერთიანი მსახურება მსოფლიო დონეზე არ შეიძლება შეიზღუდოს უბრალოდ პირველობის გამო, ის უნდა შეიცავდეს სამართლებრივ ელემენტებს" და ზუსტად ამაზე მეტყველებს ამ ბოლო წლებში გამოვლენილი საერთომართლმადიდებლური დაძაბულობა".

"ჩვენ, კათოლიკები, განვიხილავთ რომის ეპისკოპატის პირველობას როგორც ღვთის საჩუქარს მის ეკლესიას და შესაბამისად,  როგორც ძღვენი მთელს ქრიასტიანობას ახალი მიღწევების აღმოჩენებში და ნაწილობრივ,ერთობლივ ცხოვრებაში", დაწერა პაპის საბჭოს მეთაურმა.

შეგახსენებთ, მანამდე კურტ კოხმა განაცხადა, რომ კათოლიკები და მართლმადიდებლები " ერთმანეთს ძღვენს უნდა უზიარებდნენ".  

თუ შეცდომა შეამჩნიეთ, მონიშნეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl Enter- ს, რომ შეატყობინოთ ამის შესახებ რედაქციას.

Читайте также

გამოკითხვა

მართალია თუ არა პატრიარქი ვარფოლომეი, როცა ამბობს რომ ფანარიონის პირველობის ეჭვის ქვეშ დაყენება ზიანს აყენებს მართლმადიდებლობას?
დიახ, ფანარიონი პირველია - და ამაზე ვერც იკამათებ
20%
არა, ეკლესიაში პირველი - მხოლოდ ქრისტეა
80%
ჩემთვის სულერთია ფანარიონის განცხადებები
0%
სულ ხმა მისცა: 10

არქივი

Система Orphus