მეუ-ს შექმნით ფანარიონს არ სურდა ეკლესიური მშვიდობა უკრაინაში,- თეოლოგი

ფანარიონის მეთაური პატრიარქი ბართლომე ხელს აწერს ტომოსს მეუს-ს შესახებ.ფოტო: president.gov.ua

პატრიარქ ბართლომეს ქმედებები მეტყველებს იმაზე,რომ ის არ ცდილობდა გადაელახა განხეთქილება,როდესაც ჩაერია უკრაინელების საეკლესიო საქმეებში-პროტოდიაკონი კონსტანტინ მარკოვიჩი

კონსტანტინეპოლის პატრიარქი ბართლომე არ ისახავდა და არ ისახავს მიზნად მიაღწიოს ეკლესიურ მშვიდობას უკრაინაში, არამედ უნდოდა ეჩვენებინა "ვინ არის მთავარი" მსოფლიო მართლმადიდებლობაში, განმარტა სანტკ-პეტერბურგის სასულიერო სემინარიის პედაგოგმა ღვთისმეტყველების კანდიდატმა პროტოდიაკონმა კონსტანტინ მარკოვიჩმა თავის სტატიაში საიტზე NEWS 24UA.

ფანარის მეთაური  "დემონსტრატიულად არაფრად არ აგდებდა უმე-ს აზრს და სურვილს, მისი წინამძღოლის, ეპისკოპატის, კლირის და ხალხის", აღნიშნა თეოლოგმა.  შემდგომ ბართლომემ განაცხადა, რომ ეპიფანე დუმენკო- კიევის ერთადერთი კანონიერი მიტროპოლიტია.

ანუ ფანარიონის მეთაური თვლის უნეტარეს მიტროპოლიტ ონუფრის და უმე-ს ეპისკოპოსებს მათი კათედრების კანონიერი უფლებების მიღმა, უგულვებელყო რა ამით უმრავლესობა მართლმადიდებელი უკრაინელის შეხედულება.

"თუ პატრიარქი ნამდვილად აპირებდა სქიზმის მკურნალობას, მაშინ როგორ შეიძლება მტრობის ხელშეწყობა და შეურაცხმყოფელი დამოკიდებულება უმე-ს მიმართ?"- გაკვირვებულია სტატიის ავტორი.

პატრიარქ ბართლომეს ამასწინდელი ინტერვიუს ანალიზისას თეოლოგმა შენიშნა, რომ სტამბულის ეკლესიის რეალური მოტივები  არის "მიზანი დაიმკვიდროს თავისი წარმოსახვითი პრივილეგიები და "წმინდა უფლებები და პასუხისმგებლობები" და აიღოს რევანში გამოგონილ წყენაზე მოსკოვის საპატრიარქოს მიმართ".

"ეს -დაძველებული კომპლექსები და ფობიებია. ამიტომ ნებისმიერი მსჯელობა "კანონიერება/არაკანონიერებაზე" კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს მოქმედებაზე უკრაინაში ამიერიდან მოკლებულია ყველანაირ აზრს. წმინდა კანონებს აქ, სინამდვილეში, უკვე არავითარი მნიშვნელობა არააქვს,"- დარწმუნებულია მამა კონსტანტინე.

როგორც მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი იუწყება, ფანარიონის მეთაური გვარწმუნებს, რომ მართლმადიდებელ ეკლესიაში არავითარი განხეთქილება არ არსებობს.

თუ შეცდომა შეამჩნიეთ, მონიშნეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl Enter- ს, რომ შეატყობინოთ ამის შესახებ რედაქციას.

გამოკითხვა

მართალია თუ არა პატრიარქი ვარფოლომეი, როცა ამბობს რომ ფანარიონის პირველობის ეჭვის ქვეშ დაყენება ზიანს აყენებს მართლმადიდებლობას?
დიახ, ფანარიონი პირველია - და ამაზე ვერც იკამათებ
20%
არა, ეკლესიაში პირველი - მხოლოდ ქრისტეა
80%
ჩემთვის სულერთია ფანარიონის განცხადებები
0%
სულ ხმა მისცა: 10

არქივი

Система Orphus