ფანარიონი ამუშავებს უნიას მეუ-სა და კათოლიკეებს შორის, – პოლიტოლოგი

პოლიტოლოგი დიმიტრი ჯანგიროვი. ფოტო: скриншот ютуб-канала «Перший Козацький»

 მეუ-ს გაერთიანება კათოლიკებთან შეიძლება განიხილებოდეს როგორც სამუშაო ვარიანტი, მხოლოდ დროის საკითხია, განაცხადა ცნობილმა პოლიტოლოგმა დიმიტრი ჯანგიროვმა.

პოლიტოლოგი დიმიტრი ჯანგიროვი ინტერვიუში YouTube-არხზე"პერში კოზაცკისთან" ისაუბრა კონსტანტინეპოლის საპატრიარქოს და რომის კათოლიკური ეკლესიის შესაძლო გაერთიანებაზე მეუ-ს და კათოლიკების უნიას მაგალითზე, რომელსაც მისი აზრით დაამუშავებენ პატრიარქ ბართლომეს უკრაინაში ჩამოსვლის შემდეგ 2021 წლის აგვისტოში.

"არსებობს პროექტი 2021 წლის აგვისტოსთვის გაამძაფრონ დაძაბულობა უკრაინის რელიგიურ გარემოში...,უფრო მეტიც, უკრაინაში დაიწყება უნიას ვარიანტის დამუშავება, მით უმეტეს, რომ უკრაინაში უკვე არიან უნიატები, ახლა უკვე საუბარია ერთიან სტრუქტურაზე... და თუ ფილარეტი (კანონიკური უმე-ს ხელმძღვანელი-რედ.), სანამ ჰქონდა გავლენა, ნეგატიურად ეხმაურებოდა ამ საკითხს,  დუმენკო (მეუ-ს ხელმძღვანელი-რედ.) და მისი გარემოცვა კი ამბობდა: ცოტა მოგვიანებით, ახლა დრო არაა, გარდა ამისა, საკითხი უნდა მომწიფდეს," -განაცხადა პოლიტოლოგმა.

"არის ყველა საფუძველი უნიას პროექტისათვის, რომელზეც ახლა საუბრობენ- (ფანარი და რომის კათოლიკური ეკლესია,-რედ.) აბსოლუტურად  მეგობრულად და პარალელურად დაუჭირეს მხარი ბაიდენს, რომელიც მიესალმება გეების ქორწინებას და მკაცრად აკრიტიკებს ტრამპს ლტოლვილებისადმი დამოკიდებულების გამო. ისინი თამაშობენ პოლიტიკას, ფრანცისკეს თავისი პარტია ყავს, ბართლომეს თავისი, მაგრამ ცხადია, რომ ახლა ბრძოლის ველი უკრაინაა"- დაასკვნა ჯანგიროვმა.

როგორც ადრე მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი იუწყებოდა, უკრაინის ბერძნულმა კათოლიკურმა ეკლესიამ თვალსაჩინო მაგალითად  მეუ-ს თავისი უნია დაუსახელა.

 

თუ შეცდომა შეამჩნიეთ, მონიშნეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl Enter- ს, რომ შეატყობინოთ ამის შესახებ რედაქციას.

გამოკითხვა

გაიკეთებთ თუ არა COVID საწინააღმდეგო აცრას?
სულ ხმა მისცა: 0

იუმორი

გაკვეთილზე მასწავლებელი სვამს კითხვას:

– ბავშვებო! დაასახელეთ რომელიმე სასწაული?

გოგონა, რომელიც იზრდებოდა ქრისტიანულ ოჯახში, სწევს ხელს. მასწავლებელი მას ეკითხება.

– სასწაული იყო, როდესაც ღმერთმა ებრაელები გამოიყვანა წითელი ძღვიდან.

ეტყობა ურწმუნო მასწავლებელი პასუხობს:

– ამას არ შეიძლება ეწოდოს სასწაული. მეცნიერებმა დაადგინეს, რომ იმ დროს იმ ადგილზე წყალი მუხლებამდე იყო და ზღვის გადმოლახვა ნებისმიერს შეეძლო.

მასწავლებელი აგრძელებს კითხვის დასმას:

– ბავშვებო! ვინმეს შეუძლია მითხრას რაიმე სასწაული?

ისევ ის გოგონა სწევს ხელს. მასწავლებული იძულებული ისევ ჰკითხოს მას.

– სასწაული იყო,როდესაც ფარაონის ყველა მხლებლები წყალში ჩაიძირნენ, რომელიც მუხლებამდე სწვდებოდათ.

 

არქივი

Система Orphus