ჭეშმარიტების მაღიარებელი სიცრუის მაღიარებელზე ძლიერია, - უმე წინამძღვარი

16 იანვარი 2021 19:00
58
უნეტარესი მიტროპოლიტი ონუფრე. ფოტო: news.church.ua უნეტარესი მიტროპოლიტი ონუფრე. ფოტო: news.church.ua

უნეტარესმა მიტროპოლიტმა ონოფრემ შეგვახსენა, რომ ჭეშმარიტების ძალა  არა ადამიანთა რაოდენობაშია, რომლებიც მას აღიარებენ, არამედ ძალა თვით ჭეშმარიტებაშია.

2021 წლის 14 იანვარს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარმა, კიევისა და სრულიად უკრაინის მიტროპოლიტმა უნეტარესმა ონოფრემ განაცხადა, რომ ჭეშმარიტების მაღიარებელი სიცრუის მაღიარებელზე უფრო ძლიერია, იუწყება უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის საინფორმაციო-საგანმანათლებლო განყოფილება.

წმინდა ბასილი დიდის ხსენების დღეს, წინამძღვარმა თავის ქადაგებაში შეგვახსენა, რომ კესარია-კაბადოკიის ეპისკოპოსი იყო მართლმადიდებლური რწმენის სიწმინდის აღმსარებელი და ყოველთვის იცავდა ჭეშმარიტებას.

ჭეშმარიტება რჩება ჭეშმარიტებად, თუნდაც მას აღიარებდეს ერთი ადამიანი. ჭეშმარიტების ძალა ხალხის რაოდენობაში არ არის, რომლებიც მას აღიარებენ, ძალა თვით ჭეშმარიტებაშია. როდესაც ადამიანი ჭეშმარიტებას აღიარებს, სხვები კი სიცრუეში იმყოფებიან, ეს ადამიანი ყველაზე ძლიერია. წმინდა ბასილი იყო მართლმადიდებლური რწმენის სიწმინდის მტკიცე აღმსარებელი“, - განმარტა უნეტარესმა.

მიტროპოლიტი ონოფრე  აგრეთვე ყვებოდა ბასილი დიდის მაღალი განათლებისა და გულმხურვალე ლოცვის შესახებ.

ძველ წიგნებში ნახსენებია, რომ როდესაც ის დგებოდა საღამოს ლოცვაზე, მზე მას კეფაში ანათებდა, ხოლო ლოცვის დასასრულს  მზე სახეში ანათებდა, - ყვებოდა უნეტარესი მეუფე წმინდა ბასილი დიდის ცხოვრებიდან. - ესე იგი მთელი ღამე წმინდა ბასილი ლოცვაზე იდგა. ასეთი მონდომებით ასრულებდა წმინდა ბასილი თავის ლოცვით გმირობას“.

უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვრის სიტყვებით, წმინდა ბასილი იყო არა მარტო დიდი ღვთისმეტყველი, არამედ ნამდვილი ბერი, რომელიც მთელ ძალებს ღვთის სამსახურს ანდომებდა. „წმინდა ბასილი დიდი ჩვენთვის სულიერი სრულყოფილების მაგალითია’, - დაამატა მეუფემ.

უნეტარესმა მიტროპოლიტმა ონოფრემ აღნიშნა, რომ „ღვთის კურთხევა იქნება ჩვენზე და დავასრულებთ  მიწიერ მოგზაურობას და ღირს ვიქნებით ზეციური ცხოვრებისა ჩვენს უფალში იესო ქრისტეში“ იმ შემთხვევაში, თუ „ვიცხოვრებთ ისე, რომ მოვიკვეთავთ ჩვენს  ხორციელ ვნებებს, რომლებიც ხელს უშლიან  ადამიანს ღვთის ხილვაში, ღმერთთან ერთობით და მისი ცნებებით მშვიდობიან ცხოვრებაში“.

მანამდე მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, რომ უნეტარესი მიტროპოლიტის ონოფრეს აზრით, მიწიერი რელიგიები ეძებენ მიწიერს, ხოლო ჭეშმარიტი - ზეციურს.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
ასევე წაიკითხეთ