უმე-ს მორწმუნეებმა რაკოვ ლესში 7 თვეში ააშენეს ტაძარი წართმეულის სანაცვლოდ

ახალი ტაძარი სოფელ რაკოვ ლესში,ვოლინის ეპარქიაში. ფოტო: pravoslavna.volyn.ua

ქრისტეშობის კვირას კამენო-კაშირსკის ეპისკოპოს აფანასმა უხელმძღვანელა უმე-ს ახალაშენებულ ტაძარში წირვას.

2021 წლის 10 იანვარს ვოლინსკის ეპარქიის კამენო-კაშირსკის ეპისკოპოსი აფანასი (გერმანი) ეწვია და მიულოცა ქრისტეშობა უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესიის კამენ-კაშირსკის რაიონის სოფელ რაკოვ ლესის დევნილ თემს, რომელმაც 7 თვეში აიშენა თავისთვის ახალი ტაძარი. ამაზე იტყობინება ვოლინსკის ეპარქიის პრეს-სამსახური.

 საღვთო ლიტურგიაზე ახლადაშენებულ ტაძარში, სადაც ეპისკოპოსთან ერთად მსახურებდნენ წინამძღვარი როსტისლავ სიჟუკი და ვოლინსკის ეპარქიის ეკლესიის მსახურები, აღავლინეს ლოცვა მშვიდობაზე უკრაინაში და მართლმამიდებელი ეკლესიის ერთიანობაზე.

ასევე ღვთისმსახურებისას წარმოთქვეს ლოცვები კორონავირუსის ინფექციისაგან გადარჩენაზე და მედიცინის მუშაკების ჯანმრთელობაზე. აღევლინა ლოცვა ჭირისა და სასიკვდილო ინფექციების დამარცხებისათვის.

დასასრულს ეპისკოპოს აფანასმა იქადაგა და დაურიგა ბავშვებსა და მრევლს დაურიგა ტკბილი საჩუქრები.

შეგახსენებთ, რომ სოფელ რაკოვ ლესის უმე-ს მორწმუნე თემი ერთ-ერთი პირველი იყო ოლქში, რომელიც არაკანონიერად გადაარეგისტრირეს მეუ-ში. ,ას შემდეგ, რაც წმინდა ბლაგოვეშენსკის ტაძრის ყოფილი წინამძღვარი, პროტოდიაკვანი ნიკოლაი სმოლიარჩუკი, რელიგიური თემის ნაწილთან ერთად ახლადშექმნილი ეკლესიის იურისდიქციის სტრუქტურაში გადავიდა, მეუფე ნაფანაილის განკარგულებით 2019 წლის თებერვლიდან აეკრძალა მსახურება. უმე-ს  თემი, რომელსაც ჰყავს ახალი წინამძღვარი, პროტოდიაკვანი როსტისლავ სიჟუკი, გასული წლის თებერვლიდან გადაუკეტეს ტაძართან მისასვლელი და ლოცულობდნენ დროებით სალოცავში.

ადრე მართმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, რომ ლუცკში აკურთხეს მართმადიდებლური ეკლესიის კუთვნილი ტაძარი, რომლის აშენების ნებართვისთვის ორი წელი იბრძოდნენ .

თუ შეცდომა შეამჩნიეთ, მონიშნეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl Enter- ს, რომ შეატყობინოთ ამის შესახებ რედაქციას.

გამოკითხვა

მართალია თუ არა პატრიარქი ვარფოლომეი, როცა ამბობს რომ ფანარიონის პირველობის ეჭვის ქვეშ დაყენება ზიანს აყენებს მართლმადიდებლობას?
დიახ, ფანარიონი პირველია - და ამაზე ვერც იკამათებ
22%
არა, ეკლესიაში პირველი - მხოლოდ ქრისტეა
78%
ჩემთვის სულერთია ფანარიონის განცხადებები
0%
სულ ხმა მისცა: 9

არქივი

Система Orphus