უმე-ს წინამძღვარი: მიწიერი რელიგიები ეძებენ მიწიერს, ნამდვილი-ზეციურს

უწმინდესი და უნეტარესი მიტროპოლიტი ონუფრი. ფოტო: news.church.ua

ეგვიპტეში პილიგრიმული მოგზაურობის მაგალითზე, მისმა უნეტარესმა ონუფრიუსმა აღნიშნა, რომ ქრისტიანთა და მუსლიმთა ფსიქოლოგიაში დიდი განსხვავებაა.

მიწიერი რელიგიები ითხოვენ მხოლოდ მიწიერს, და ნამდვილი ეძებს ზეციურს. ამაზე უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესიის წინამძღოლმა, კიევისა და სრულიად უკრაინის უწმინდესმა მიტროპოლიტმა ონუფრიმ წარმოთქვა ქრისტეშობის საკვირაო ქადაგებაში, 2021 წლის 10 იანვარს, საღვთო წირვის შემდეგ კიევ-პეჩორსკის ლავრის მიძინების ტაძარში.

ქადაგების ვიდეო გამოქვეყნებული უმე-ს საინფორმაციო-საგანმანათლებლო განყოფილების მიერ.

მწყემსმთავარმა მოუთხრო მორწმუნეებს ამბავი მართალი იოსების და ღვთისმშობლის ჩვილ მაცხოვართან ერთად ეგვიპტეში გაქცევის შესახებ. (მათ.2:13-23), ასევე გაიხსენა თავისი მომლოცველობითი მოგზაურობა ამ ქვეყანაში, სადაც მოსახლეობის ძირითადი ნაწილს წარმოადგენენ არაბები.

მან აღნიშნა, რომ ეგვიპტეში არაბებს ძალიან უყვართ ფულის თხოვნა, და როგორც კი ვინმე გამოჩნდება, განსაკუთრებით ბერი, მაშინათვე მოირბენენ-"ერთი დოლარი ერთი დოლარი!" ბავშვები მოირბენენ-ყველანი ფულს ითხოვენ."

"კოპტები-ისინიც შავგვრემანები არიან, მაგრამ სახის წყობა ევროპულია. აი ჩვენ მივედით ტაძარში, იმ ადგილასაა აშენებული, სადაც წმინდა ოჯახი იმყოფებოდა და მივაწოდეთ მოსახსენიებელი ბარათები, რომ მათ მოეხსენებინათ სახელები. დავდევით თუ არ ვცდები, 20 დოლარი. მაგრამ მღვდელს არაფრით არ უნდოდა მისი აღება. შემდეგ მან შემიყვანა რომელიღაც კანცელარიაში, რაღაც ქვითრები გამომიწერა, და სანამ მე არ ავიღე, არ დამშვიდდა.

აი, ასეთია ქრისტიანული სული და სული მუსულმანური, როგორ განსახვავდებიან ადამიანები ერთმანეთისგან. ტანსაცმლით ისინი არ გამოირჩევიან, სახითაც თითქმის არა, და ფსიქოლოგიურად-დიდი სხვაობაა, როგორც ცა და მიწა. მიწიერი რელიგიები ითხოვენ მხოლოდ მიწიერს, და თუ რელიგია ნამდვილია, ღვთაებრივია-ეს ეძებს ზეციურს,"-დაასკვნა წინამძღვარმა.

 
შეგახსენებთ,შობის კვირას მართმადიდებლური ეკლესიის წინამძღვარმა მოუწოდა მორწმუნეებს რომ მუდამ ქრისტესთან უნდა ვიყოთ, ლხინშიც და გასაჭირშიც. 
თუ შეცდომა შეამჩნიეთ, მონიშნეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl Enter- ს, რომ შეატყობინოთ ამის შესახებ რედაქციას.

გამოკითხვა

უნდა მოუწოდოს თუ არა მღვდელმსახურმა მრევლს COVID-19 საწინააღმდეგო ვაქცინაციისკენ?
დიახ, ეპისკოპოსები და მღვდელმსახურები ზრუნავენ მრევლის ჯანმრთელობაზე
0%
არა, ეს წმინდა სამედიცინო საკითხია, ეკლესია აქ არაფერ შუაშია
100%
ჩემთვის სულ ერთია
0%
სულ ხმა მისცა: 4

იუმორი

გაკვეთილზე მასწავლებელი სვამს კითხვას:

– ბავშვებო! დაასახელეთ რომელიმე სასწაული?

გოგონა, რომელიც იზრდებოდა ქრისტიანულ ოჯახში, სწევს ხელს. მასწავლებელი მას ეკითხება.

– სასწაული იყო, როდესაც ღმერთმა ებრაელები გამოიყვანა წითელი ძღვიდან.

ეტყობა ურწმუნო მასწავლებელი პასუხობს:

– ამას არ შეიძლება ეწოდოს სასწაული. მეცნიერებმა დაადგინეს, რომ იმ დროს იმ ადგილზე წყალი მუხლებამდე იყო და ზღვის გადმოლახვა ნებისმიერს შეეძლო.

მასწავლებელი აგრძელებს კითხვის დასმას:

– ბავშვებო! ვინმეს შეუძლია მითხრას რაიმე სასწაული?

ისევ ის გოგონა სწევს ხელს. მასწავლებული იძულებული ისევ ჰკითხოს მას.

– სასწაული იყო,როდესაც ფარაონის ყველა მხლებლები წყალში ჩაიძირნენ, რომელიც მუხლებამდე სწვდებოდათ.

 

არქივი

Система Orphus