ფანარიონის ხელმძღვანელმა თქვა,ფილარეტს არავინ მიიჩნევს ეპისკოპოსად-დრაბინკო

,,მიტროპოლიტ'' ალექსანდრ დრაბინკოს ინტერვიუ. ფოტო: скриншот видео с youtube-канала DROZDOV

მეუ-ს იერარქი გვახსენებს, როგორი იყო პატრიარქ ბართლომეს დამოკიდებულება კანონიკური მართლმადიდებელი უმე-ს ლიდერთან 1993 წელს.

1993 წელს კონსტანტინეპოლის პატრიარქი ბართლომე ამბობდა, რომ ფილარეტ დენისენკოს მართლმადიდებლურ სამყაროში არავის არ თვლის ეპისკოპოსად. ამაზე მეუ-ს "მიტროპოლიტმა" ალექსანდრ დრაბინკომ შეგვახსენა ინტერვიში, რომელიც გამოაქვეყნა YouTube არხზე DROZDOV 2021 წლის 6 იანვარს.

"ჯერ კიდევ 1993 წელს პატრიარქი ბართლომა საუბარში ჟულინსკისთან (ნიკოლაი ჟულინსკი, იმ დროისათვის - ვიცე-პრემიერ-მინისტრი ჰუმანიტარულ საკითხებში, რომელიც გაემგზავრა ფანარში მაშინდელი უკრაინის პრეზიდენტის ლეონიდ კრავჩულის დავალებით-რედ.), და ეს მე უკვე წაკითხული მქონდა ჟულინსკის კრავჩუკისადმი მიწერილ , მოხსენებით ბარათში სადაც ამბობდა: "რა გინდათ ჩემგან- ფილარეტს მართლმადიდებლურ სამყაროში არავია არ თვლის ეპისკოპოსად." გესმით, როგორი იყო მისი დამოკიდებულება მის (ფილარეტის,-რედ.) პერსონასთან?"-აღნიშნა უმე-ს ექს-მიტროპოლიტმა.

მან ხაზი გაუსვა იმას, რომ დღეს ფილარეტს დამსახურებად თვლიან ავტოკეფალიის ტომოსის მინიჭებას, მაგრამ "შეიძლებოდა გვქონოდა ტომოსიც და ავტოკეფალიაც ჯერ კიდევ  1993 წელს, რომ არა ფილარეტი."

შეგახსენებთ, რომ 1993 წელს მაშინდელი უკრაინის პრეზიდენტი ლეონიდ კრავჩუკი, რომლის გავლენითაც წინათ უკრაინაში აღმოცენდა "ფილარეტული" განხეთქილება, განახორციელა პირველი მცდელობა გამოეთხოვა ავტოკეფალია კონსტანტინეპოლისათვის.

ადრე მართმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, რომ, დრაბინკოს აზრით, ფილარეტს უნდა მხოლოდ დიდება, და ,,გამაერთიანებელ საკათედრო ტაძარში''  გაწევრიანდა მხოლოდ და მხოლოდ მისთვის შეპირებული  უკრაინის მართმადიდებლური ეკლესიის მეთაურად დასმის გამო.

თუ შეცდომა შეამჩნიეთ, მონიშნეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl Enter- ს, რომ შეატყობინოთ ამის შესახებ რედაქციას.

გამოკითხვა

მართალია თუ არა პატრიარქი ვარფოლომეი, როცა ამბობს რომ ფანარიონის პირველობის ეჭვის ქვეშ დაყენება ზიანს აყენებს მართლმადიდებლობას?
დიახ, ფანარიონი პირველია - და ამაზე ვერც იკამათებ
22%
არა, ეკლესიაში პირველი - მხოლოდ ქრისტეა
78%
ჩემთვის სულერთია ფანარიონის განცხადებები
0%
სულ ხმა მისცა: 9

არქივი

Система Orphus