პატრიარქმა კირილმა მოუწოდა ქრიზოსტომოსს გადახედოს მეუ - ს აღიარების საკითხს

05 იანვარი 2021 23:00
0
პატრიარქი კირილი და არქიეპისკოპოსი ქრიზოსტომი. ფოტო: gr.pravoslavie.ru პატრიარქი კირილი და არქიეპისკოპოსი ქრიზოსტომი. ფოტო: gr.pravoslavie.ru

პატრიარქმა კირილმა ხაზი გაუსვა, რომ დუმენკოს აღიარებით არქიეპისკოპოსი ქრიზოსტომოსი ევქარისტიულ ერთობაში შევიდა განხეთქილების მონაწილეებთან.

რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარმა, უწმინდესმა  პატრიარქმა კირილმა მოუწოდა კვიპროსის მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაურს, არქიეპისკოპოს ქრიზოსტომოსს გადახედოს თავის გადაწყვეტილებას უკრაინაში მართლმადიდებელი ეკლესიის აღიარების შესახებ, იუწყება გამომცემლობა  «Ромфея».

კვიპროსის არქიეპისკოპოსის ქრისტეშობის დღესასწაულის მოლოცვის პასუხად, პატრიარქი კირილი წერს, რომ „წელს ქრისტეშობის დღესასწაულის სიხარულთან ერთად მივიღეთ უსიამოვნო ამბავი იმის შესახებ, რომ  ღვთის წმინდა ეკლესიების წინამძღვრებს შორის  თქვენ იხსენიებთ უკრაინის  განხეთქილების ერთ-ერთი დაჯგუფების ლიდერს. ფრიად შეწუხებული  ვარ თქვენი გადაწყვეტილების გამო“.

შემდგომ თავის წერილში მოსკოვის პატრიარქმა დაამატა, რომ „სერგეი დუმენკოს აღიარებით („მიტროპოლიტი“ ეპიფანე) „უკრაინის ეკლესიის წიმამძღვრად“, როგორც ნათქვამია კვიპროსის ეკლესიის 25 ნოემბრის წმინდა სინოდის კომიუნიკეში, თქვენ, სამწუხაროდ, განხეთქილების მონაწილეებს შეუერთდით. გარდა ამისა, თქვენ კარგად იცნობთ უკრაინის  მართლმადიდებელი ეკლესიის ჭეშმარიტ წინამძღვარს, კიევისა და სრულიად უკრაინის მიტროპოლიტს ონოფრეს“.

რუსეთის ეკლესიის წინამძღვარმა ხაზი გაუსვა, რომ „უკრაინაში ვერ იარსებებს ორი მიტროპოლიტი ერთად ისევე, როგორც კვიპროსზე ერთდროულად ვერ იქნება ორი არქიეპისკოპოსი“.

უნეტარესო, ქრისტეშობის დღესასწაულის ამ ნათელ დრეს მოგიწოდებთ, რომ გადახედოთ თქვენს გადაწყვეტილებას ან გადადოთ ის უკრაინის საკითხის სრულიად მართლმადიდებლური გადაწყვეტილების მიღებამდე“, - დაასრულა პატრიარქმა კირილემ.

მანამდე მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, რომ კვიპროსის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარი უარყოფს, რომ ის და ფანარის მეთაური ფულს იღებდნენ აშშ-გან.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
ასევე წაიკითხეთ