უმე უფლებების დარღვევამ რეზონანსი გამოიწვია საზღვარგარეთის მასმედიაში

სტატია ,,უკრაინა: სახელმწიფოსგან ზეწოლა გრძელდება უმე-ს მიმართ ზელენსკის პრეზიდენტობის დროსაც''. გამოქვეყნდა გერმანულ მედიაში ფოტო: nachdenkseiten.de

მასმედიის გერმანულენოვან სეგმენტში გაჩნდა მთელი რიგი პუბლიკაციებისა უკრაინის საეკლესიო ცხოვრების რეალური სიტუაციისა და მსოფლიო მართლმადიდებლობის კრიზისის შესახებ.

ცნობებმა უკრაინის უმსხვილესი კონფესიის - უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მორწმუნეთა უფლებების დარღვევის შესახებ, განცხადებული გაეროში და ეუთოში სამართალდამცავებისა და ევროპულ საერთაშორისო ორგანიზაციებთან არსებული უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლობის მიერ, გამოხმაურება პოვეს მსოფლიო მასმედიაში.

უკანასკნელი თვეების განმავლობაში გერმანულენოვან მედია-სეგმენტში გაჩნდა მთელი რიგი პუბლიკაციებისა უკრაინის საეკლესიო ცხოვრების რეალური სიტუაციისა და მსოფლიო მართლმადიდებლობის კრიზისის შესახებ უკრაინაში მართლმადიდებელი ეკლესიის წარმოქმნის შემდეგ.

კერძოდ, რესურსმა fischundfleisch.com გამოაქვეყნა  მასალა სამართალდარღვევის რამდენიმე ფაქტის შესახებ უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის გაერთიანებებისა და მორწმუნეების მიმართ, განცხადებული არასამთავრობო ორგანიზაცია „საზოგადოებრივი სამართალდაცვის“ გაეროს ადამიანის უფლებათა დაცვის საბჭოს 45-ე რეგულარული სესიის მსვლელობისას, აგრეთვე ფილმი „ერთგულები: სიყვარულის ჰიმნი“, გადაღებული ტელეარხ „ზორიანის“ პროდაქშნ-სტუდიის მიერ საქველმოქმედო ფონდ „თაბორის“ მხარდაჭერით, რომელიც მოგვითხრობს ტერნოპოლის ოლქის სოფელ ბუტინისა და კინაჰოვცის ჭეშმარიტი ქრისტიანების სიმამაცესა და სიმტკიცეზე.

მსოფლიო მართლმადიდებლობამ, რომელიც 2018 წლამდე იყო მშვიდობიანი და შედარებით ჰარმონიული, მთლიანად დაკარგა შინაგანი სიმშვიდე ახალი ეკლესიის „უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის“ შექმნის შემდეგ, - ნათქვამია  რესურსში გამოქვეყნებულ ერთ-ერთ სტატიაში. - <...> საკითხი უკრაინაში  მართლმადიდებელი ეკლესიის აღიარების შესახებ იწვევს ეკლესიის განხეთქილებას. სერგეი დუმენკო ალბათ მართალია, როდესაც ამბობს, რომ „უკრაინაში  მართლმადიდებელ ეკლესიაზეა დამოკიდებული, იქნება თუ არა მშვიდობა მართლმადიდებელ ეკლესიაში“. ის არ ლაპარაკობს იმაზე, რომ უკრაინაში  მართლმადიდებელმა  ეკლესიამ უკვე დაარღვია მშვიდობა. არავინ არ იცის, როგორი იქნება მართლმადიდებელი ეკლესია ხვალ“.

მსგავსი სტატიები უკრაინაში საეკლესიო სიტუაციის შესახებ გამოაქვეყნეს რესურსებმა Rubikon და NachDenkSeiten. მასალაში აღნიშნულია, რომ მსოფლიოს მსხვილი მასმედიის საშუალებები და საექსპერტო გარემო „უყურებენ უკრაინას გეოპოლიტიკური სათვალით“, პრაქტიკულად არ აშუქებენ „სახელმწიფოს სკანდალურ ჩარევას რელიგიურ საქმეებში“ და უკრაინის უმსხვილესი კონფესიის - უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის  უფლებების დარღვევის აღმაშფოთებელი ფაქტების შესახებ, ვინაიდან ეს „არ ეწერება საერთო სურათში“.

როგორც მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი იუწყებოდა, უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის  იერარქმა მოუწოდა ეუთოს  უფრო აქტიური რეაგირებისკენ მორწმუნეთა უფლებების დარღვევაზე.

თუ შეცდომა შეამჩნიეთ, მონიშნეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl Enter- ს, რომ შეატყობინოთ ამის შესახებ რედაქციას.

გამოკითხვა

გაიკეთებთ თუ არა COVID საწინააღმდეგო აცრას?
სულ ხმა მისცა: 0

იუმორი

გაკვეთილზე მასწავლებელი სვამს კითხვას:

– ბავშვებო! დაასახელეთ რომელიმე სასწაული?

გოგონა, რომელიც იზრდებოდა ქრისტიანულ ოჯახში, სწევს ხელს. მასწავლებელი მას ეკითხება.

– სასწაული იყო, როდესაც ღმერთმა ებრაელები გამოიყვანა წითელი ძღვიდან.

ეტყობა ურწმუნო მასწავლებელი პასუხობს:

– ამას არ შეიძლება ეწოდოს სასწაული. მეცნიერებმა დაადგინეს, რომ იმ დროს იმ ადგილზე წყალი მუხლებამდე იყო და ზღვის გადმოლახვა ნებისმიერს შეეძლო.

მასწავლებელი აგრძელებს კითხვის დასმას:

– ბავშვებო! ვინმეს შეუძლია მითხრას რაიმე სასწაული?

ისევ ის გოგონა სწევს ხელს. მასწავლებული იძულებული ისევ ჰკითხოს მას.

– სასწაული იყო,როდესაც ფარაონის ყველა მხლებლები წყალში ჩაიძირნენ, რომელიც მუხლებამდე სწვდებოდათ.

 

არქივი

Система Orphus