მიტროპოლიტმა მელეტმა მოინახულა უმე - ს ბუკოვინის გაერთიანებები

03 იანვარი 2021 14:29
13
სოფელ ბოიანჩუკის მორწმუნეები მიტროპოლიტ მელეტთან ერთად. ფოტო: facebook.com/orthobuk სოფელ ბოიანჩუკის მორწმუნეები მიტროპოლიტ მელეტთან ერთად. ფოტო: facebook.com/orthobuk

უმე ჩერნოვეცისა და ბუკოვინის ეპარქიის მღვდელმთავარმა მხარი დაუჭირა მორწმუნეებს,რომლებმაც დაკარგეს ტაძრები მეუ მომხრეთა მოქმედებების შედეგად.

ჩერნოვეცისა და ბუკოვინის მიტროპოლიტმა მელეტმა მოინახულა სოფელ ბოიანჩუკისა და გოროშოვცის მართლმადიდებლური გაერთიანებები, რომლებიც დაზარალდნენ უკრაინაში  მართლმადიდებელი ეკლესიის რეიდერობისგან, იუწყება ჩერნოვეცისა და ბუკოვინის ეპარქიის პრეს-სამსახური.

მეუფე მელეტი ესაუბრა მორწმუნეებს და ნახა, როგორ ცხოვრობენ და განაგრძობენ  საღვთო სამსახურს გაერთიანებები.

გოროშოვცში  დროებით ტაძარში ლოცულობენ და 2021 წელს  სრულყოფილი ტაძრის აშენებას გეგმავენ.

უკრაინის  მართლმადიდებელი ეკლესიის გაერთიანებამ  სოფელ ბოიანჩუკში 3 ივლისს დაიწყო ახალი ტაძრის მშენებლობა. უკვე დაასრულეს კედლების ამოყვანა და გუმბათებიანი სახურავი. ახლა შიდა სამუშაოები მიმდინარეობს - ათბობენ სახურავს და აპირკეთებენ ჭერს. 

უკრაინის  კანონიკური მართლმადიდებელი ეკლესიისადმი ერთგულების შენარჩუნებით, მორწმუნეებმა დაკარგეს ტაძრები, რომლებშიც ბავშვობიდან ლოცულობდნენ, მაგრამ  არ დაუკარგავთ ღვთის მიერ მინიჭებული მადლი, - აღნიშნეს ეპარქიაში. - ახლა ჩვენ ვხედავთ, რომ ღმერთი ლოცავს მათ, ვინც სწორ არჩევანს აკეთებს, ჭეშმატიტი რწმენის მიმდევარია და არ მიდის კომპრომისზე ცოდვასთან და სიცრუესთან. უფალი მოგვივლენს სასწაულებს და გვეხმარება საღვთო ცხოვრებაში.

როგორც მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი იუწყებოდა, 2019 წლის 20 იანვარს სოფელ გოროშოვცში უკრაინაში  მართლმადიდებელი ეკლესიის აქტივისტებმა ჩაატარეს ტერიტორიული გაერთიანების უკანონო შეკრება, რომლის მონაწილეებმა მხარი დაუჭირეს ტაძრის გადაცემას უკრაინაში  მართლმადიდებელი ეკლესიისადმი. ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის ტაძარი სოფელ ბოიანჩუკში გადასცეს უკრაინაში  მართლმადიდებელ  ეკლესიას „საეკლესიო კრების“ შედეგების თანახმად, რომელიც ორგანიზებული იყო სოფლის საბჭოს თავმჯდომარის ივანე ნაიდიშის მიერ 2018 წლის დეკემბერში.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
ასევე წაიკითხეთ