იურაში: შმიგალის ვიზიტი ფანარიონზე -წინა ხელისუფლების შეთანხმების დასტური

31 დეკემბერი 2020 17:34
25
უკრაინის პრემიერ-მინისტრი დენის შმიგალი და პატრიარქი ბართლომე ფანარიონზე. ფოტო: Пресс-служба Кабмина უკრაინის პრემიერ-მინისტრი დენის შმიგალი და პატრიარქი ბართლომე ფანარიონზე. ფოტო: Пресс-служба Кабмина

მინისტრთა კაბინეტის სამდივნოსთან არსებული  ახალი რელიგიური უწყების მეთაურმა ანდრეი იიურაშმა განმარტა უკრაინის პრემიერ-მინისტრის დენის შმიგალის ვიზიტი ფანარიონზე.

უკრაინის მთავრობის მეთაურის ვიზიტი ფანარიონზე იყო „უკრაინასა და დედა-ეკლესიას შორის მიღწეული  ურთიერთგაგების ძალიან მნიშვნელოვანი და დამაჯერებელი დონის“ დასტური. ამის შესახებ „უკრაინული რადიოს“ ეთერში განაცხადა უკრაინის მინისტრთა კაბინეტის სამდივნოსთან არსებული რელიგიის საკითხების, მოქალაქეების თავისუფალი მსოფლმხედველობისა და აღმსარებლობის უფლების უზრუნველყფოის საკითხების განყოფილების მეთარუმა ანდრეი იურაშმა.

„ამ ვიზიტის არსი იყო უკრაინასა და დედა-ეკლესიას შორის უკვე მიღწეული ძალიან მნიშვნელოვანი და დამაჯერებელი დონის ურთიერთგაგების დასტური - განაცხადა იურაშმა. უკრაინის ქვეშ მე ვგულისხმობ საეკლესიო ორგანიზაციებს და სამთავრობო სტრუქტურებს, რომლებიც ვალდებულნი არიან უკრაინის კანონმდებლობის თანახმად, ხელი შეუწყონ რელიგიურ ორგანიზაციებს მათი რელიგიური პრიორიტეტების, ხედვებისა და ამოცანების რეალიზაციაში“.

მან განმარტა, რომ მეუ „ რასაკვირველია, მადლიერია კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს დედა -ეკლესიის ტომოსის მინიჭებისთვის, ამიტომაც სახელმწიფოს ამჟამინდელი ხელმძღვანელები, და პირველ რიგში, პრეზიდენტი ოქტომბერში იმყოფებოდა და შეხვდა პატრიარქ ბართოლომეოს, ხოლო მთავრობის მეთაური - ნოემბერში“.

შმიგალის ვიზიტზე საუბრისას, რომლის მომზადებასაც ხელმძღვანელობდა იურაშის დაქვემდებარებული სტრუქტურა, მან ხაზი გაუსვა, რომ „ყველაზე მთავარი, რაც იყო ამ ვიზიტის ფარგლებში, ეს იყო მსოფლიო პატრიარქის უკრაინაში მიწვევაზე დასტური. მაშინ, 30 ნომებერს, პატრიარქმა პირველად ოფიციალურად და საჯაროდ განაცხადა მიეღო მოწვევა, რომელიც მას პრეზიდენტმა შესთავაზა და მან დადო პირობა, რომ იქნება უკრაინაში ჩვენი სახელმწიფოს დამოუკიდებლობის 30-ე წლისთავის აღნიშვნის ფარგლებში“.

შეგახსენებთ, რომ 2020 წლის 30 ნოემბერს, უკრაინის პრემიერ-მინისტრმა დენის შმიგალმა მიიღო მონაწილეობა ფანარიონის მეთაურთან და რომის კათოლიკური ეკლესიის წარმომადგენლებთან ერთად გამართულ ერთობლივ ლოცვაში, რომელიც შედგა კონსტანტინოპოლის პატრიარქის რეზიდენციაში, სტამბულში. იმავე დღეს პატრიარქმა ბართოლომეომ განაცხადა, რომ უკრაინას ეწვევა 2021 წლის აგვისტოში.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
ასევე წაიკითხეთ