კვიპროსის წინამძღვარი უარყოფს,რომ ის და დუმენკო აშშ-სგან იღებდნენ ფულს

არქიეპისკოპოსი ქრიზოსტომოსი და პატრიარქი ბართლომე. ფოტო: orthodoxtimes

არქიეპისკოპოსმა ქრიზოსტომოსმა კიდევ ერთხელ განმარტა, რატომ დაუჭირა მან მხარი  „უკრაინის საკითხში“  კონსტანტინოპოლის პატრიარქს ბართლომეს.

უკრაინა ყოველთვის იყო კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს დაქვემდებარებაში, ფანარიონი არ აპირებდა მის დათმობას მოსკოვის საპატრიარქოსთვის, მთელი ეს ლაპარაკი ფანარიონისა და კვიპროსის წინამძღვრის  დაფინანსების შესახებ პოლიტიკური ინტერესების გამო „სისულელეა“. ამის შესახებ კვიპროსის ეკლესიის წინამძღვარმა, არქიეპისკოპოსმა ქრიზოსტომოსმა თქვა გამომცემლობა Рolitis-თან ინტერვიუში.

კითხვაზე, შესაძლებელია თუ არა „უკრაინის საკითხით“ გამოწვეული კრიზისის გადალახვა, კვიპროსის წინამძღვარმა უპასუხა, რომ „ეს კრიზისი მართლმადიდებლობაში ყოველთვის იყო“, თვითონ კი, როდესაც მოსკოვს უჭერდა მხარს, „სამწუხაროდ იცოდა მხოლოდ ნახევარი სიმართლე“. მთელი სიმართლე კი მას პატრიარქმა ბართლომემ მოუყვა, დაამატა არქიეპისკოპოსმა.

არქიეპისკოპოსმა განმარტა, რომ „უკრაინა ყოველთვის იყო მსოფლიო საპატრიარქოს დაქვემდებარებაში“, როგორც მთელი მართლმადიდებლობა, როდესაც კონსტანტინოპოლმა მოსკოვს მიანიჭა ავტოკეფალია, მან  დაავალა მას მხოლოდ ეკლესიის მართვა უკარაინაში, „როგორც ეს  ახალი მიწების შემთხვევაში იყო საბერძნეთში“. „კიევის მიტროპოლიტი ჯერ მსოფლიო პატრიარქს იხსენიებდა, შემდეგ კი მოსკოვის, - ყვებოდა არქიეპისკოპოსი ქრიზოსტომოსი. - კომუნიზმის დროს მსოფლიო პატრიარქის მოხსენიება შეწყვიტეს. როდესაც კომუნიზმი დამარცხდა, ბართლომემ ითხოვა უკრაინის დაბრუნება მსოფლიო საპატრიარქოსთვის, მაგრამ აწ განსვენებულმა მოსკოვის პატრიარქმა ალექსიმ უთხრა მას „დაივიწყეთ ამის შესახებ, ამდენი წლის მერე“.

მან ხაზი გაუსვა, რომ „მსოფლიო პატრიარქი არასდროს არ თანხმდებოდა დაეთმო უკრაინა მოსკოვის პატრიარქისთვის, მაგრამ ყოველთვის აძლევდა დროს საკითხის შესასწავლად“ და უნდოდა მისი განხილვა კრეტის კრებაზე 2016 წლის ივნისში. არქიეპისკოპოს ქრიზოსტომოსის სიტყვებით, რუსული ეკლესიის პატრიარქი თითქოს „ნახევარ სიმართლეს“ ამბობდა. მან არ გვითხრა, რომ ბართლომემ მათ ოთხი წელი მისცა ამ პრობლემის გადასაჭრელად“.

2020 წლის მარტში ფანარის მეთაურმა „განმარტა, რომ უკრაინა არასდროს არ ყოფილა მოსკოვის დაქვემდებარებაში და ამის ყველა საბუთი არსებობს - ვისაც სურს, შეუძლია წავიდეს და შეისწავლოს ისინი“.

რაც შეეხება საყვედურებს განხეთქილების მომხრეთა დაპირისპირების შესახებ, მისი სიტყვებით, „ასეთი რამ ბევრჯერ მომხდარა ეკლესიის არსებობის განმავლობაში“, მაგალითად, ბულგარეთის ეკლესიაში.

კვიპროსის ეკლესიის მეთაურმა აგრეთვე ხაზი გაუსვა, რომ არ ეთანხმება საყვედურებს, თითქოს ფანარიონის მეთაური ფინანსდება აშშ-გან: „ეს სისულელეა. რაში გვჭირდება მე ან მსოფლიო პატრიარქს ამერიკა ან სხვა ვინმე, ვინც ფულს მოგვცემს?“

ადრე რმე-ში შეგვახსენეს, რომ ფანარიონი  ХХ საუკუნეში მხარს უჭერდა განხეთქილებას.

თუ შეცდომა შეამჩნიეთ, მონიშნეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl Enter- ს, რომ შეატყობინოთ ამის შესახებ რედაქციას.

გამოკითხვა

მართალია თუ არა პატრიარქი ვარფოლომეი, როცა ამბობს რომ ფანარიონის პირველობის ეჭვის ქვეშ დაყენება ზიანს აყენებს მართლმადიდებლობას?
დიახ, ფანარიონი პირველია - და ამაზე ვერც იკამათებ
20%
არა, ეკლესიაში პირველი - მხოლოდ ქრისტეა
80%
ჩემთვის სულერთია ფანარიონის განცხადებები
0%
სულ ხმა მისცა: 10

არქივი

Система Orphus