საქმეთა მმართველი:სტამბულიდან შეძახილი არ შეარყევს უწმინდესისადმი სიყვარულს

უწმინდესი და უნეტარესი მიტროპოლიტი ონუფრი.ფოტო: news.church.ua

უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიისა და მისი მილიონობით წევრის რეალობიდან ამოგდებას ვერ შეძლებს ვერავინ, ხაზი გაუსვა მიტროპოლიტმა ანტონმა (პაკანიჩმა).

შეუძლებელია სტამბულიდან შეძახილმა შეარყიოს კიევისა და სრულიად უკრაინის უნეტარესი მიტროპოლიტის ონოფრეს ავტორიტეტი და უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მრევლის სიყვარული მის მიმართ. ამის შესახებ უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის საქმეთა მმართველმა, ბორისპოლისა და ბროვარის მიტროპოლიტმა ანტონმა (პაკანიჩმა) თქვა Vesti.ua-თან ინტერვიუში.

კონსტანტინოპოლის პატრიარქის ბართლომეს ბოლოდროინდელი განცხადებები იმის შესახებ, რომ ის არ განიხილავს უნეტარეს ონოფრეს როგორც კიევისა და სრულიად უკრაინის მიტროპოლიტს და მხოლოდ „დროებით იტანს“ უკრაინის მართლმადიდებელ ეკლესიას, მიტროპოლიტმა ანტონმა თავის კომენტარში ხაზი გაუსვა, რომ „უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიისა და მისი მილიონობით წევრის რეალობიდან ამოგდებას ვერ შეძლებს ვერავინ“.

შეიძლება ჩვენ არ შეგვიმჩნიონ, იგნორირება გაგვიკეთონ, მაგრამ ჩვენი ამოგდება რეალობიდან შეუძლებელია. ასევე შეუძლებელია სტამბულიდან შეძახილმა შეარყიოს ჩვენი უნეტარესის ავტორიტეტი და ჩვენი მრევლის სიყვარული მის მიმართ, - დაამატა მან.

თუმცა, მიტროპოლიტ ანტონის აზრით, პატრიარქ ბართლომეს სიტყვებმა „შეიძლება დაადასტურონ ის, რომ ფანარი მხოლოდ ელოდება ხელსაყრელ პოლიტიკურ მომენტს ჩვენი ეკლესიის გასანადგურებლად <...> ახლა ხომ უკრაინის მართლმადიდებელ  ეკლესიაზე ზეწოლა საგრძნობლად შემცირდა. ასე რომ, კონსტანტინოპოლის პატრიარქს, ეტყობა, უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიისა და  მისი წინამძღვრის „დროებით ატანა“ უწევს. სიტუაციის თავის სასარგებლოდ მოტრიალების პირველივე შემთხევამდე“.

შეგახსენებთ, ადრე უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვრის მოწოდება იყო ნეგატიური შედეგებისთვის მზადყოფნა, პირველ რიგში სულიერი, იმ შემთხვევაში, თუ კონსტანტინოპოლის პატრიარქის ვიზიტი უკრაინაში შედგება.

თუ შეცდომა შეამჩნიეთ, მონიშნეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl Enter- ს, რომ შეატყობინოთ ამის შესახებ რედაქციას.

გამოკითხვა

გაიკეთებთ თუ არა COVID საწინააღმდეგო აცრას?
სულ ხმა მისცა: 0

იუმორი

გაკვეთილზე მასწავლებელი სვამს კითხვას:

– ბავშვებო! დაასახელეთ რომელიმე სასწაული?

გოგონა, რომელიც იზრდებოდა ქრისტიანულ ოჯახში, სწევს ხელს. მასწავლებელი მას ეკითხება.

– სასწაული იყო, როდესაც ღმერთმა ებრაელები გამოიყვანა წითელი ძღვიდან.

ეტყობა ურწმუნო მასწავლებელი პასუხობს:

– ამას არ შეიძლება ეწოდოს სასწაული. მეცნიერებმა დაადგინეს, რომ იმ დროს იმ ადგილზე წყალი მუხლებამდე იყო და ზღვის გადმოლახვა ნებისმიერს შეეძლო.

მასწავლებელი აგრძელებს კითხვის დასმას:

– ბავშვებო! ვინმეს შეუძლია მითხრას რაიმე სასწაული?

ისევ ის გოგონა სწევს ხელს. მასწავლებული იძულებული ისევ ჰკითხოს მას.

– სასწაული იყო,როდესაც ფარაონის ყველა მხლებლები წყალში ჩაიძირნენ, რომელიც მუხლებამდე სწვდებოდათ.

 

არქივი

Система Orphus