ფანარიონის მეთაურის ვიზიტი გამოიწვევს უმე-ს თავდასხმის ახალ ტალღას

მეუ-ს მიმდევრებმა ფანარიონის მეთაურის ვიზიტი შეიძლება მიიღონ როგორც მთავრობის მხარდაჭერა.ფოტო: ria.ru

მიტროპოლიტმა ანტონმა განმარტა, რატომ მიაჩნიათ უმე-ში, რომ კონსტანტინოპოლის პატრიარქის ვიზიტი უკრაინაში არის არა მარტო არაგონივრული, არამედ საშიში.

ბორისპოლისა და ბროვარის მიტროპოლიტი ანტონი (პაკანიჩი) თვლის, რომ ფანარის მეთაურის ანონსირებულმა ვიზიტმა უკრაინაში შეიძლება გამოიწვიოს რელიგიური კონფლიქტების გამწვავება და უკრაინის მართლმადიდებელ ეკლესიაზე თავდასხმის ახალი ტალღა. ამის შესახებ უკრაინის მართლმადიდებელ ეკლესიის საქმეთა მმართველმა თქვა Vesti.ua-თან ინტერვიუში.

უნდა ველოდოთ, რომ კონსტანტინოპოლის პატრიარქის ვიზიტი უკრაინაში გამოიწვევს კონფლიქტების ახალ ტალღას და დაპირისპირებას რელიგიურ საფუძველზე, - აღნიშნა მიტროპოლიტმა. - უკრაინაში მართლმადიდებელი ეკლესიის მომხრეებმა და  ლობისტებმა ხელისუფლების სტრუქტურებში შეიძლება გადაწყვიტონ, რომ ეს ვიზიტი არის ოფიციალური კიევის მხარდაჭერის ნიშანი ფანარის კურსისადმი უკრაინის საეკლესიო სფეროში“.

მისი აზრით, ეს შიში სრულიად საფუძვლიანია და ამისი დასტური შეიძლება იყოს ბოლოდროინდელი ინციდენტი უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის  ტაძრის მიტაცებისა ჩერნოვიცკის ოლქის სოფელ მიხალჩაში, „სადაც უკრაინაში  მართლმადიდებელი  ეკლესიის მომხრეებმა ცემეს ჩვენს მორწმუნეებს და ლომით შეამტვრიეს ტაძრის კარი“. მიხალჩის ტაძარზე იერიში, შეგვახსენა მიტროპოლიტმა, ხდებოდა გალის მიტროპოლიტ ემანუელის კიევში ვიზიტის პარალელურად წმინდა ანდრიას ეკლესიის გახსნაზე.

ზოგიერთმა ექსპერტმა პირდაპირ დააკავშირა ეს ორი მოვლენა და აღნიშნა, რომ საეკლესიო რეიდერული იერიში ბუკოვინაში ნათლად აჩვენებს უცხოელ სტუმარს და ზოგადად ფართო აუდიტორიას უბრალო ხალხის განწყობას  მომავალში გაერთიანებების გადასვლაზე უკრაინის მართლმადიდებელ ეკლესიიდან უკრაინაში  მართლმადიდებელ ეკლესიაში. თუ ვილაპარაკებთ არა უბრალოდ მანიპულაციებზე, არამედ რეალობაზე, ექსპერტების აზრის თანახმად, ჩვენი ტაძრის მიტაცებამ  სოფელ მიხალჩაში მომავალ წელს უნდა შექმნას  საზოგადოებრივი სიტუაციის გამოცოცხლების საფუძველი და რეიდერობის ახალი ტალღის პროვოცირება უკრაინის  მართლმადიდებელი ეკლესიის მიმართ“, - განმარტა უკრაინის  მართლმადიდებელი  ეკლესიის საქმეთა მმართველმა.

სწორედ ამიტომ, ხაზი გაუსვა მიტროპოლიტმა ანტონმა, „ჩვენ მიგვაჩნია, რომ პატრიარქ ბართლომეს ვიზიტი  კიევში  არა მარტო არაგონივრული, არამედ საშიშია“.

მანამდე მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, რომ უკრაინის  მართლმადიდებელი  ეკლესიის საქმეთა მმართველის აზრით, ფანარის მეთაური პირადად არის პასუხისმგებელი რეიდერობის, ძალადობისა და სხვა კანონსაწინააღმდეგო ქმედებების გამო, რომელსაც „უკრაინაში  მართლმადიდებელი  ეკლესიის“ მომხრეები ჩადიან უკრაინის  მართლმადიდებელი  ეკლესიის მორწმუნეთა მიმართ.

თუ შეცდომა შეამჩნიეთ, მონიშნეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl Enter- ს, რომ შეატყობინოთ ამის შესახებ რედაქციას.

გამოკითხვა

გაიკეთებთ თუ არა COVID საწინააღმდეგო აცრას?
სულ ხმა მისცა: 0

იუმორი

გაკვეთილზე მასწავლებელი სვამს კითხვას:

– ბავშვებო! დაასახელეთ რომელიმე სასწაული?

გოგონა, რომელიც იზრდებოდა ქრისტიანულ ოჯახში, სწევს ხელს. მასწავლებელი მას ეკითხება.

– სასწაული იყო, როდესაც ღმერთმა ებრაელები გამოიყვანა წითელი ძღვიდან.

ეტყობა ურწმუნო მასწავლებელი პასუხობს:

– ამას არ შეიძლება ეწოდოს სასწაული. მეცნიერებმა დაადგინეს, რომ იმ დროს იმ ადგილზე წყალი მუხლებამდე იყო და ზღვის გადმოლახვა ნებისმიერს შეეძლო.

მასწავლებელი აგრძელებს კითხვის დასმას:

– ბავშვებო! ვინმეს შეუძლია მითხრას რაიმე სასწაული?

ისევ ის გოგონა სწევს ხელს. მასწავლებული იძულებული ისევ ჰკითხოს მას.

– სასწაული იყო,როდესაც ფარაონის ყველა მხლებლები წყალში ჩაიძირნენ, რომელიც მუხლებამდე სწვდებოდათ.

 

არქივი

Система Orphus