მეუ-ს ტომოსი -მრავალი უბედურების წყარო - ელადის ეკლესიის იერარქი

27 დეკემბერი 2020 15:18
29
კიფირის მიტროპოლიტი სერაფიმე.ფოტო: tideon.org კიფირის მიტროპოლიტი სერაფიმე.ფოტო: tideon.org

კიფირის მიტროპოლიტი სერაფიმე თვლის, რომ მეუ-ს უკანონო „ავტოკეფალიის“ პრობლემის გადაწყვეტა საჭიროა მსოფლიოს მართლმადიდებელთა კრებაზე.

ბერძნული მართლმადიდებელი ეკლესიის კიფირის მიტროპოლიტი სერაფიმე აცხადებს, რომ ის არაკანონიკური „ავტოკეფალია“, რომელიც კონსტანტინოპოლის პატრიარქმა მეუ-ს მისცა, არის „უბედურების წყარო და პირდაღებული წყლული“ - გვატყობინებს გამოცემა Pentapostagma.

კიფირის მიტროპოლიტი თვლის, რომ  ეპიფანე დუმენკოს სახელის კვიპროსის არქიეპისკოპოს ქრიზოსტომოსის მიერ ხსენების გამო მოხდა „კვიპროსის ავტოკეფალური ეკლესიის სინოდალური სხეულის გაყოფა“.

გარდა ამისა, მისი სიტყვებით, „ერთი წლის წინ „მიტროპოლიტ“ ეპიფანეს სახელის, როგორც უკრაინის ავტოკეფალური ეკლესიის მეთაურად მოხსენიებამ ათენისა და მთელი ელადის არქიეპისკოპოს იერონიმეს მიერ გამოიწვია დავა და უკმაყოფილება ელადის ეკლესიაში, რამდენადაც მოხდა კანონიკური კენჭისყრისა და საბერძნეთის იერარქების კრების ოფიციალური გადაწყვეტილების გარეშე“.

„ამდენი უბედურების წყაროდ ამ დრომდე არსებობს უკრაინაში არაკანონიკური და ანტიეკლესიური ავტოკეფალიის პირდაღებული და ჩირქმდინარე ღია წყლული! ერთ უბედურებას ათასი უბედურება მოსდევს“ - ხაზი გასუვა მიტროპოლიტმა სერაფიმემ. 

მან ასევე აღნიშნა, რომ „სამწუხაროდ, ეს ღრმა ჭრილობა არ შეხორცდება მანამ, სანამ პატრიარქი ბართოლომეო და ადგილობრივი ავტოკეფალური მართლმადიდებლური ეკლესიების ყველა უახლოესი წარმომადგენელი, რომელიც შეიკრიბა მსოფლიო მართლმადიდებელთა კრებაზე, არ დაარეგულირებს სულიწმიდაში მართლმადიდებელ ეკლესიათა შორის არსებული პრობლემას, რომელიც საჭიროებს სასწრაფოდ გადაჭრას“.

ადრე, მჟკ წერდა, რომ მიტროპოლიტ სერაფიმეს სიტყვებით, აშშ ზეწოლას ახდენს ადგილობრივ ეკლესიებზე მეუ-ს აღიარების საკითხში.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
ასევე წაიკითხეთ