აშშ ზეწოლას ახდენს ადგილობრივ ეკლესიებზე მეუ-ს აღიარებით-ბმე იერარქი

27 დეკემბერი 2020 01:27
0
კიფირის მიტროპოლიტი სერაფიმე,ფოტო: iellada.gr კიფირის მიტროპოლიტი სერაფიმე,ფოტო: iellada.gr

კიფირის მიტროპოლიტი სერაფიმე თვლის, რომ მეუ-ს ტომოსი წარდგენილი იყო აშშ და უკრაინის ხელისუფლების მუდმივი ზეწოლის შედეგად.

ბერძნული მართლმადიდებელი ეკლესიის კიფირის მიტროპოლიტმა  სერაფიმემ განაცხადა, რომ აშშ ზეწოლას ახდენს ადგილობრივ ეკლესიებზე და აიძულებს მათ აღიარონ უკრაინაში მართლმადიდებელი ეკლესიის ტომოსი, იუწყება გამომცემლობა Рentapostagma.

მიტროპოლიტ სერაფიმეს სიტყვებით, „უკრაინის მწვავე და რთული საკითხი, სამწუხაროდ, წარმოიშვა პოლიტიკური სუბიექტების (აშშ და უკრაინის ხელმძღვანელობის) მსოფლიო საპატრიარქოზე, საბერძნეთზე და სხვა ქვეყნებზე მუდმივი და უმძიმესი ზეწოლის შედეგად.

მან აგრეთვე ხაზი გაუსვა, რომ „ანალოგიურად მსოფლიო პატრიარქი ცდილობს მიაღწიოს უკვე მომხდარი ფაქტის აღიარებას 11 მართლმადიდებელი ეკლესიისგან, რომლებიც, ეკლესიოლოგიურ და კანონიკურ საფუძვლებზე დაყრდნობით, წინააღმდეგობას უწევენ უკრაინის ავტიკეფალიის აღიარებას“.

მანამდე მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, რომ, მიტროპოლიტ სერაფიმეს სიტყვებით, ის, რომ მღვდელმთავართა კრებამ თითქოს აღიარა უკრაინაში მართლმადიდებელი ეკლესია, შეცდომა და ტყუილია.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
ასევე წაიკითხეთ