პირეის მიტროპოლიტი სერაფიმე სასამართლოში უჩივის მასმედიას ცილისწამების გამო

28 დეკემბერი 2020 01:01
19
პირეის მიტროპოლიტი სერაფიმე.ფოტო: fanarion.blogspot.com პირეის მიტროპოლიტი სერაფიმე.ფოტო: fanarion.blogspot.com

მიტროპოლიტმა სერაფიმემ აღნიშნა, რომ თავისი სიტყვებისა და საქციელის გამო კრიტიკას იღებს, მაგრამ არ აპირებს ცილისწამების ატანას.

ბერძნული მართლმადიდებლური ეკლესიის პირეის მიტროპოლიტმა სერაფიმემ განაცხადა, რომ სასამართლოში უჩივლებს გამომცემლობას «Φῶς Φαναρίου» („ფანარის შუქი“, - რედ.), რომელიც კონსტანტინოპოლის პატრიარქისადმი გამოხატავს სიმპატიას.

მიტროპოლიტმა სერაფიმემ მიმართა გამომცემლობების «Ὁδιωτική ῶδός» და «Φῶς Φαναρίου» მთავარ რედაქტორს პანაიოთისუ ანდრიოპოლოსს გაფრთხილებით, რომ უჩივლებს მას სასამართლოში ცილისწამების გამო.

თავის წერილში იერარქი იტყობინება, რომ დიდად დავალებულია პატრიარქ ბართლომესგან „და ერთი დღეც არ გავა, ან დრო“, რომ არ ახსენოს პატრიარქ ბართლომეს სიყვარული მის მიმართ.

გარდა ამისა, მიტროპოლიტი სერაფიმე წერს, რომ „როგორც არ უნდა ვაფასებდე  მის უწმინდესობას მსოფლიო პატრიაქს, მე, როგორც ეკლესიის ეპისკოპოსი, ვერ დავმალავ სარწმუნოების ჭეშმარიტებას“.

რა თქმა უნდა, ვიღებ ჩემი სიტყვებისა და საქციელის კრიტიკას, მაგრამ ცილისწამებას არა, იმიტომ რომ ის  ამახინჯებს ჭეშმარიტებას, რომლის ქადაგებასაც  მე  ვცდილობ“, - დაწერა მეუფემ.

მღვდელმთავრის სიტყვებით, პანაიოთისუ ანდრიოპოლოსმა საჯაროდ დაადანაშაულა ის, რომ მან „აიღო თავის თავზე რუსეთის პოზიციების დაცვა“ უკრაინაში მართლმადიდებელი ეკლესიის საკითხებში და რომ მიტროპოლიტი სერაფიმე მოქმედებს „როგორც დაქირავებული მუშაკი“, რომელიც რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის პოზიციებს ამყარებს საბერძნეთში.

ბრალდება, რომელიც თქვენ წამიყენეთ, ძალზე სერიუზულია და გესმით, რომ ის ან უნდა დაამტკიცოთ, ან მიიღოთ იურიდიული შედეგები, ვინაიდან მე ვაპირებ მივმართო სისხლის სამართლის მართლმსაჯულებას, რომ დავიცვა საკუთარი ღირსება“, - განაცხადა მეუფემ.

მანამდე მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, რომ, პირეის მიტროპოლიტ სერაფიმეს აზრით, მართლმადიდებლობაში გაყოფა გამოიწვია ფანარმა და აშშ-ს გეოპოლოტოკამ და  რომ უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ტომოსი ბოლო წლების ყველაზე ტრაგიკული მოვლენაა.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
ასევე წაიკითხეთ