მეუ-ს წარმომადგენლებმა მიხალჩაში ტაძრის დარბევა ნაციონალისტებს შეუკვეთეს

ანდრეი პუზდრიაკი, რომლის სახელზეც გააგზავნეს მეუ-ს წარმომადგენლებმა თხოვნის წერილი,შტურმით აეღოთ წმინდა მიძინების ტაძარი მიხალჩაში.ფოტო: тг-канал Klymenko Time

2020 წლის 12 დეკემბერს მიხალჩაში ტაძრის შტურმით აღების ისტორიაში ახალი ფაქტები გამოვლინდა.

მეუ-ს წარმომადგენლებმა მორიგი მცდელობის დროს,შტურმით აეღოთ უმე-ს კუთვნილი წმინდა მიძინების სახელობის ტაძარი ჩერნოვეცკის ოლქის სოფელ მიხალჩაში,დახმარებისთვის მიმართეს ერთ ერთ ნაციონალისტურ დაჯგუფებას.ფაქტიურად შტურმი შეუკვეთეს. გვამცნობს Telegram - არხი klymenko Time.

,,ჩვენი ინფორმაციით,დარბევამდე მათ წერილობით მიმართეს ნაციონალისტებს ,,სახალხო კონტროლი გაერთიანებულ თემებზე'' , რომლებსაც შეუკვეთეს ტაძრის შტურმით აღება.წერილობით მიმართეს ანდრეი პუზდრიაკს - ატო-ს წევრს და დღესდღეობით ,,ერთიანი ალტერნატივა''-ს  წარმომადგენელს,რომელიც ხშირად ეხვევა სკანდალებში.ტექსტში ასევე საუბარია დაცვის სისტემა ,,Тигр''-ზე,რომლის წევრებიც იყვნენ მოყვანილი ტოვრტის ტაძრის შტურმით აღებაში'' .- იწერებიან შეტყობინებაში.

ტექსტი,რომელიც რესურსების განყოფილებაში მოხვდა,ხელმოწერილია ,,ტაძრის სამრევლო საბჭოს''უფროსის მიერ,მეუ-ს წევრ ვასილი მასკალას მიერ.

შეგახსენებთ,2020 წლის 12 დეკემბერს მიხალჩაში უმე-ს წმინდა მიძინების სახელობის ტაძარი შტურმით აიღეს.

სანამ ადგილზე პოლიცია მოვიდოდა,მეუ-ს აქტივისტები ,რომელთა უმრავლესობა სოფელში სპეციალურად იყვნენ ჩამოყვანილი, შეეცადნენ ტაძარში შეეღწიათ ვერანდიდან,მაგრამ ვერ მოასწრეს.

მიხალჩას მკვიდრნი ჰყვებიან რომ აქტივისტებმა,რომლებიც ტაძრის დასარბევად მოვიდნენ კასტეტებით,ბიტებით,ცრემლსადენი გაზით და კვამლის ბომბებით,მწყობრიდან გამოიყვანეს ტაძრის ტერიტორიაზე არსებული სათვალთვალო კამერები,სიგნალიზაცია და განგაშის სისტემა.გარდა ამისა ისინი შტურმის დროს თავს დაესხნენ დიაკვანს.მეუ-შივე აღნიშნეს ,რომ მიხალჩაში მრევლი ტაძარში სალოცავად ბიტებითა და კასტეტებით მივიდა.

მიხალჩაში ტაძრის დარბევის შემდეგ პოლიციამ სისხლის სამართლის სამი საქმე გახსნა. 

თუ შეცდომა შეამჩნიეთ, მონიშნეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl Enter- ს, რომ შეატყობინოთ ამის შესახებ რედაქციას.

გამოკითხვა

გაიკეთებთ თუ არა COVID საწინააღმდეგო აცრას?
სულ ხმა მისცა: 0

იუმორი

გაკვეთილზე მასწავლებელი სვამს კითხვას:

– ბავშვებო! დაასახელეთ რომელიმე სასწაული?

გოგონა, რომელიც იზრდებოდა ქრისტიანულ ოჯახში, სწევს ხელს. მასწავლებელი მას ეკითხება.

– სასწაული იყო, როდესაც ღმერთმა ებრაელები გამოიყვანა წითელი ძღვიდან.

ეტყობა ურწმუნო მასწავლებელი პასუხობს:

– ამას არ შეიძლება ეწოდოს სასწაული. მეცნიერებმა დაადგინეს, რომ იმ დროს იმ ადგილზე წყალი მუხლებამდე იყო და ზღვის გადმოლახვა ნებისმიერს შეეძლო.

მასწავლებელი აგრძელებს კითხვის დასმას:

– ბავშვებო! ვინმეს შეუძლია მითხრას რაიმე სასწაული?

ისევ ის გოგონა სწევს ხელს. მასწავლებული იძულებული ისევ ჰკითხოს მას.

– სასწაული იყო,როდესაც ფარაონის ყველა მხლებლები წყალში ჩაიძირნენ, რომელიც მუხლებამდე სწვდებოდათ.

 

არქივი

Система Orphus