ხელისუფლება უმე-ს სახელმწიფო დეპარტამენტის დირექტივებით ეხმარება-ექსპერტი

18 დეკემბერი 2020 01:31
0
ღვთისმსახურება მეუ. ფოტო: pomisna.info ღვთისმსახურება მეუ. ფოტო: pomisna.info

ხელისუფლების შერჩევითი მიდგომა,რომელმაც უარი უთხრა უმე-ს წმინდა სოფიას ტაძარში ღვთისმსახურების ჩატარებაზე,ხოლო მეუ-ს-ნება დართო,კომენტარი გააკეთა კონსტანტინე ბონდარენკომ

ხელისუფლება  უკრაინაში  მართლმადიდებელ ეკლესიას ეხმარება დირექტივით, რომელიც დაშვებულია აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ, სადაც ეს სტრუქტურა იყო დაპროექტებული. ასეთი თვალსაზრისი გამოთქვა მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირის კომენტარში უკრაინელმა პოლიტოლოგმა, ისტორიულ მეცნიერებათა კანდიდატმა კონსტანტინე ბონდარენკომ.

უკრაინაში  მართლმადიდებელი ეკლესია არის კლასიკური ადმინისრტაციული ჯიბის პოლიტიკური ეკლესია, რომლის მსგავსებს დროდადრო ქმნიან ზოგიერთი სახელმწიფოები მათი ამა თუ იმ  გარკვეული პოლიტიკური მიზნებისთვის, - აღნიშნა ექსპერტმა. - მოცემულ სიტუაციაში უკრაინაში  მართლმადიდებელი ეკლესია უფრო პოლიტიკური სტრუქტურაა, ვიდრე საეკლესიო, რომელიც, გარდა სხვა დანარჩენისა, ინიცირებული იყო არა თვით უკრაინის მიერ, არამედ დაპროექტებული იყო აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტში და შექმნილი პატრიარქ ბართლომეზე ზეწოლით სემ ბრაუნბეკის მხრიდან. გასაგებია, რომ ის შემდგომშიც ისარგებლებს ასეთო განსაკუთრებული მფარველობით“.

პოლიტოლოგის აზრით, სწორედ რომ პოლიტიკური მიზნებიდან გამომდინარე, უკრაინის ხელისუფლებას „წარუდგინეს დირექტივა, რომ თქვენ, პირობითად რომ ვთქვათ, მოგმართავენ უკრაინაში  მართლმადიდებელი  ეკლესიის იერარქები და რასაც გთხოვენ, უარი არ უნდა უთხრათ“.

ასე რომ , მოცემულ სიტუაციაში, ვფიქრობ, სწორედ პოლიტიკური მომენტები, პოლიტიკური თამაშები დომინირებდა გადაწყვეტილებაში, რომ მსახურების ნება დაერთოთ  უკრაინაში  მართლმადიდებელი ეკლესიისთვის  კიევის წმინდა სოფიოს ტაძარში“, - დაასკვნა კონსტანტინე ბონდარენკომ.

შეგახსენებთ, რომ 2020 წლის 15 დეკემბერს უკრაინაში  მართლმადიდებელმა ეკლესიამ დედაქალაქის წმინდა სოფიას ტაძარში ჩაატარა „სამადლობელი პარაკლისი“ მისი შექმნის ორი წლის აღსანიშნავად. მანამდე კულტურის სამინისტრომ, კორონავირუსის ეპიდემიის საბაბით, უარი უთხრა უკრაინის მართლმადიდებელ ეკლესიას ღვთისმსახურების ჩატარებაზე კიევის წმინდა სოფიოს ტაძრის ეროვნული ნაკრძალის ტერიტორიაზე.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
ასევე წაიკითხეთ