ქსელში გამოვიდა ფილმი ნამდვილი ქრისტიანების შესახებ

22 დეკემბერი 2020 18:02
0
ფილმი შექმნილია ფონდის შეკვეთით ფილმი შექმნილია ფონდის შეკვეთით

„ერთგულები:სიყვარულის ჰიმნი“-გულისამაჩუყებელი ისტორია ბუტინისა და კინაჰოვცების ქრისტიანთა შესახებ, რომლებმაც დაკარგეს ორი ტაძარი,მაგრამ არ დაკარგეს სიყვარული ერთმანეთისა

ტელეარხ „ზორიანის“ («Зоряный») პროდქშენ-სტუდიამ ფონდ „თაბორის“ მხარდაჭერით გამაოუშვა ფილმი ტერნოპოლის ოლქის ორი მეზობელი სოფლის - ბუტინისა და კინოჰოვცის უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მორწმუნეების შესახებ. „ერთგულები: სიყვარულის ჰიმნი“ - ეს საოცარი ისტორიაა უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ქრისტიანთა გმირობაზე და გამძლეობაზე, რომლებსაც კიევის საპატრიარქოს (ახლა ეს უკრაინაში  მართლმადიდებელი ეკლესიაა) „მორწმუნეებმა“ ერთმანეთის მიყოლებით წაართვეს ორი ტაძარი: ჯერ 2014 წელს ბუტინში, შემდეგ კი 2017 წელს კინაჰოვცში, სადაც ბოლო წლებია ლოცულობდნენ ბუტინიდან მიტაცებული ტაძრის გაერთიანების წევრები. კიევის საპატრიარქოს უკრაინაში  მართლმადიდებელი ეკლესიის მომხრეები და „მარჯვენა სექტორის“ ნაციონალისტები, რომლებიც მონაწილეობდნენ მიტაცებაში, არავის არ ინდობდნენ: როდესაც მორწმუნეებს აძევებდნენ ტაძრებიდან,  არც  მღვდლებს  ინდობდნენ და არც მოხუცებს.

 სიტუაციაში, სადაც ხალხს თითქოს არაფრის იმედი არ უნდა ჰქონდეთ, მორწმუნეები უკან არ იხევდნენ. ჯერ ისინი იკრიბებოდნენ გაერთიანების მნათეს სტეფანე ტივონიუკის სახლში. შემდეგ შეძლეს პატარა დროებითი ტაძრის აშენება. და ბოლოს, მეცენატების დახმარების წყალობით, ხალხმა შეძლო ახალი ტაძრის აშენება. მშენებლობაზე შრომობდა ყველა - კაცები და ქალები. როდესაც წვიმა ან თოვლი იყო, მშენებლებისთვის მოჰქონდათ სათადარიგო ტანსაცმელი და საჭმელი. და აი შედეგიც - რამდენიმე წლის შრომის შემდეგ ორი სოფლის გაერთიანებას ახალი, საკუთარი მშვენიერი ტაძარი აქვს.

მაგრამ მთავარი ის კი არ არის, რომ ხალხს გაუჩნდა ადგილი, სადაც ისინი თავისუფლად ილოცებენ. მორწმუნეები ამბობენ, რომ მადლობენ ღმერთს ყველა იმ განსაცდელისთვის, რაც მათ გადაიტანეს - ნაციონალისტების ცემის, მეზობლების დაცინვისა და სკოლაში ბავშვების დევნისთვისაც კი. ყოველივე ეს  დაეხმარა მათ გაეგოთ ქრისტიანობის არსი - სიყვარული. სიყვარული ღვთისადმი, სიყვარული ერთმანეთის მიმართ და იმათ მიმართაც კი, ვინც მათ დევნის და შეურცყოფას აყენებს.

აგრეთვე ხელმისაწვდომია ფილმის ორიგინალური ვერსია ქართულ ენაზე.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
ასევე წაიკითხეთ