პანდემიის დროს ტაძრების დაკეტვით,ჯოჯოხეთის ძალები თავს ესხმიან ევქარისტიას

მორფის მიტროპოლიტი ნეოფიტე. ფოტო: proseuxi.gr

მიტროპოლიტმა ნეოფიტემ განაცხადა,რომ დღეს ჯოჯოხეთის ძალებს არ სურთ,რომ მორწმუნეები ქრისტეს წმინდა საიდუმლოს ეზიარონ.

კვიპროსის მართმადიდებელი ეკლესიის მორფის მიტროპოლიტი ნეოფიტე თვლის,რომ კორონავირუსის პანდემიის დროს ტაძრების დაკეტვით ჯოჯოხეთის ძალები თავს ესხმიან წმინდა ევქარისტიის საიდუმლოს,იუწყება გამომცემლობა Pentapostagma.

მიტროპოლიტმა ნეოფიტემ დანანებით აღნიშნა,რომ მორწმუნეებისა და სამღვდელოების მოწოდებები და თხოვნები ქვეყნის ხელისუფლებისადმი,რომ არ დაკეტონ ტაძრები არ იქნა შესმენილი.

,,და ამ მარხვის პერიოდში,როდესაც ხალხი იბრძვის,კერძოდ,სულიერად,მათ სურთ მუდმივად ეზიარონ წმინდა საიდულმოს,მაგრამ ტაძრების დაკეტვით ჩვენ ავირჩიეთ ,,ამქვეყნიური  ჯანმრთელობის ლოგიკა'' და მივატოვეთ სარწმუნეობრივი საქმეები,ეკლესიის საიდუმლოებები'',-აღნიშნა იერარქმა.

მიტროპოლიტმა ნეოფიტემ ხაზი გაუსვა,რომ ,,ბნელ ასპიდურ ძალებს არ სურთ ,რომ ქვეყანა სულიერად და ფიზიკურად ძლიერი იყოს,ამიტომ სამიზნედ ღვთიური ევქარისტიის საიდუმლო აირჩიეს.მათ არ სურთ ,რომ მორწმუნეებმა მონაწილეობა მიიღონ ევქარისტიაში,ვინაიდან იციან,რომ მორწმუნეების სულიერი ძალა ეს ქრისტეს ცხოველმყოფელი ხორცისა და სისხლის ქმედებაა.

მანამდე მართმადიდებელ ჯურნალისტთა კავშირი წერდა,რომ მიტროპოლიტ ნეოფიტეს აზრით,ახალი მსოფლიო წესრიგის ამოცანას დედამიწის მოსახლეობის რაოდენობის შემცირება წარმოადგენს.

თუ შეცდომა შეამჩნიეთ, მონიშნეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl Enter- ს, რომ შეატყობინოთ ამის შესახებ რედაქციას.

გამოკითხვა

მართალია თუ არა პატრიარქი ვარფოლომეი, როცა ამბობს რომ ფანარიონის პირველობის ეჭვის ქვეშ დაყენება ზიანს აყენებს მართლმადიდებლობას?
დიახ, ფანარიონი პირველია - და ამაზე ვერც იკამათებ
20%
არა, ეკლესიაში პირველი - მხოლოდ ქრისტეა
80%
ჩემთვის სულერთია ფანარიონის განცხადებები
0%
სულ ხმა მისცა: 10

არქივი

Система Orphus