ფანარის მხარდაჭერა ეროვნული უსაფრთხოების საკითხია, - აშშს ელჩი საბერძნეთში

13 დეკემბერი 2020 19:23
0
ჯეფრი პაიეტი. ფოტო: pentapostagma.gr ჯეფრი პაიეტი. ფოტო: pentapostagma.gr

აშშ-ს ელჩმა ათენში ჯეფრი პაიეტმა განაცხადა,რომ შეერთებული შტატები კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს მხარეზეა.

2020 წლის 9 დეკემბერს აშშ-ს ელჩმა ათენში ჯეფრი პაიეტმა განაცხადა, რომ კონსტანტინოპოლის საპატრიარქო - ეს აშშ-ს ეროვნული უსაფრთხოების საკითხია, იუწყება გამომცემლობა Рentapostagma.

რელიგიურ დიპლომატიაში კონფერენციის დროს, რომელიც ჩატარდა საბერძნეთში, პაიეტმა განაცხადა, რომ ის პატივს სცემს ელადის მართლმადიდებელ ეკლესიას, შეაქო არქიეპისკოპოსი იერონიმოსი და აღნიშნა, რომ აშშ-მ მხარი დაუჭირა 1821 წლის საბერძნეთის რევოლუციას.

პაიეტმა გააკრიტიკა რუსეთის პოზიცია „უკრაინის საეკლესიო საკითხის“ შესახებ და განაცხადა, რომ რუსეთი ცდილობს საბერძნეთის დასჯას იმით, რომ არ უშვებს იქ თავის ტურისტებს.

აშშ-ს ელჩი ათენში ლაპარაკობდა ელადის ეკლესიის მხრიდან მსოფლიო საპატრიარქოს მხარდაჭერის სასაგებლოდ და დასძინა, რომ „სხვა ეკლესიები ცნობენ ახალ უკრაინულ ეკლესიას“.

მან გამოთქვა იმედი, რომ რუსეთი მიიღებს „უკრაინელების მიერ მათი რელიგიური თავისუფლების არჩევანს“ და განაცხდა, რომ „ჩვენ მსოფლიო პატრიარქის მხარეზე ვართ. ეს მორალური და ეროვნული უსაფრთხოების საკითხია“.

ადრე მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, რომ აშშ-ს ელჩმა საბერძნეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან განიხილა რელიგიური თავისუფლების საკითხები.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
ასევე წაიკითხეთ