ბრიტანეთის ფეხბურთელი დასაჯეს მატჩის დროს ჩამოგდებული ლგბტ-დროშის გამო

08 დეკემბერი 2020 13:17
0
ჯეიმი ვარდიმ კუთხური ლგბტ-დროშა მოტეხა და გამარჯვების გოლი გაიტანა. ფოტო: Twitter B/R Football ჯეიმი ვარდიმ კუთხური ლგბტ-დროშა მოტეხა და გამარჯვების გოლი გაიტანა. ფოტო: Twitter B/R Football

გამარჯვების გოლის ემოციებს აყოლილმა „ლესტერის“ თავდამსხმელმა, ჯ. ვარდიმ მოტეხა ლგბტ-სიმბოლიკის დროშა, არბიტრისგან კი „არასპორტული საქციელისათვის“ ყვითელი ბარათი მიიღო.

ბრიტანული „ლესტერ სითის“ თავდამსხმელი, ჯეიმს ვარდი დასჯილ იქნა არბიტრის მიერ მატჩის დროს კუთხური ლგბტ-დროშის გატეხვის გამო. ინგლისის საფეხბურთო ასოციაციამაც დადო პირობა, რომ  ამ ფაქტზე ექნებოდა რეაგირება.

ინციდენტი მოხდა 2020 წლის 6 დეკემბერს, „შეფილდ იუნაითიდ“-თან სხვის მოედანზე თამაშის დროს, რომელიც ჩატარდა ინგლისის პრემიერ-ლიგის მე-11 ტურის ფარგლებში.

ბოლო წუთზე, 33 წლის „ლესტერის“თავდამსხმელმა გაიტანა გამარჯვების გოლი და გახარებულმა დაამტვრია კუთხური დროშა.

„არც არაფერი მოხდებოდა, 4-დან 13 დეკემბრამდე, ინგლისის პრემიერ-ლიგას რომ არ ქონოდა დაგეგმილი ლგბტ-ების მომხრეთა აქცია სახელწოდებით „რეინბოუ ლეისი“ და დროშაც, რომ ცისარტყელას ფერებში არ ყოფილიყო, - იტყობინება sport.ua. - ძნელი დასაჯერებელია, რომ იმ მომენტში ჯეიმი დროშის ფერებზე ფიქრობდა, მაგრამ დანაშაულის შემდეგ ის ეცადა დროშის თავის ადგილზე დაბრუნებას. არც ისე კარგი ფაქტი მოხდა და თანაც ამას დაემატა მსაჯის ყვითელი ბარათიც“.

ლგბტ-დროშის ჩამოგდების ინციდენტის მერე, სოც.ქსელებში იფეთქა სკანდალმა - ბრიტანეთის ლგბტ-ების მომხრე გულშემატკივრები ფეხბურთელს ადანაშაულებენ ჰომოფობიაში და ითხოვენ მის სერიოზულ დასჯას.

„შეიძლება მე ბევრი არაფერი ვიცი ამის შესახებ, მაგრამ ვარდი არასოდეს იქცეოდა ასე ჩვეულებრივ დროშებთან მიმართებაში. როგორც კი გეი-აღლუმის მხარდასაჭერად დროშა შეღებეს ცისარტყელას ფერებად, მან ის გაანადგურა. საშინელი გზავნილია. მე გაცოფებული ვარ!“ - დაწერა Twitter-ის ერთ-ერთმა მომხმარებელმა.

შედეგად, ბრიტანეთის სპორტული ტელეარხის „Sky Sports“-ის ინფორმაციით, „FA (ინგლისის საფეხბურთო ასოციაცია, - რედ.) განიხილავს არსებულ მდგომარეობას იმ ფორმატში ჰქონდა თუ არა ვარდის ვერაგი განზრახვა კუთხური დროშების მიმართ. თუ მას მიიჩნევენ დამნაშავედ, მას აეკრძალება კუთხურ ზონებში ყოფნა მინიმუმ სამი მატჩის განმავლობაში“.   

ადრე მჟკ წერდა, რომ 2021 წლის ნოემბრიდან დიდი ბრიტანეთის სკოლებში სავალდებულო გახდება გაკვეთილები ლგბტ-ურთიერთობების და სექსუალურობის საკითხებზე.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
ასევე წაიკითხეთ