კიევის მაღაზიაში ლგბტ პროპაგანდა სიგარეტის რეკლამის საფარქვეშ

08 დეკემბერი 2020 13:14
0
ელექტრო-სიგარეტების რეკლამა კიევის სუპერმარკეტში. ფოტო: პერში კოზაცკი ელექტრო-სიგარეტების რეკლამა კიევის სუპერმარკეტში. ფოტო: პერში კოზაცკი

დედაქალაქის სუპერმარკეტში ელექტრო-სიგარეტების რეკლამის საფარქვეშ მიმდინარეობს ჰომოსექსუალური ურთიერთობების პროპაგანდა.

კიევის ერთ-ერთ სუპერმარკეტში ჟურნალისტებმა შენიშნეს ელექტრო-სიგარეტების რეკლამა, რომელიც ანხორციელებდა ლგბტ ფასეულობების პროპაგანდას. რეკლამაზე გამოსახულია ორი გოგონა, რომლებიც ერთმანეთს კოცნიან და წარწერა: „ისინი ამბობენ: ასე არ შეიძლება; ჩვენ ვამბობთ: ეშმაკსაც წაუღია ყველაფერი!“, იტყობინება youtube-არხი „პერში კოზაცკი“.

„ვიღაც „ისინი“, როგორც ჩანს საუბარია უფროს მობუზღუნე თაობაზე ან ნორმალურ ადამიანებზე, ამბობენ რომ ასე არ შეიძლება - ერთსქესიანების კოცნა, მაგრამ ჩვენ მათ „გავაგზავნით“ (სწორედ ეს იგულისხმებოდა გამიზნულად სახეცვლილ ინგლისურ ფრაზაში) და გავაკეთებთ იმას, რასაც ისინი გვიკრძალავენ იმიტომ რომ ეს „მაგარია“. ეს ვიღაც „ისინი“ ამბობენ, რომ სოდომი - ცოდვაა და ჩვენ მათ „ვაგზავნით“, ეს ხომ ისევ „ისინი“ ლაპარაკობენ ფასეულობებზე, ტრადიციულ ოჯახებზე და ჩვენც კვლავ „ვაგზავნით“, ეს ხომ ასე „ჯდება“ ადამიანისა და საზოგადოების ბუნებაში, რომლითაც აქტიურადაა დაკავებული თანამედროვე სამყარო და რომელსაც მუდმივად ჩასჩურჩულებს: არ არსებობს ჭეშმარიტება და სიმართლე, ჭეშმარიტება ყველას თავისი აქვს“, - ამბობს აღშფოთებული ჟურნალისტი ლევ კლიმენკო youtube-არხზე „პერში კოზაცკი“.   

როგორც მანამდე წერდა მჟკ, აშშ-ში იქმნება პირველი ბანკი ლგბტ-თვის სპეციალური შესაძლებლობებით.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
ასევე წაიკითხეთ