ბაიდენმა განაცხადა,რომ 8 წლის ბავშვს უფლება აქვს იყოს ტრანსგენდერი

ჯო ბაიდენი. ფოტო: cbsnews.com

ჯო ბაიდენმა პირობა დადო, რომ კარდინალურად შეცვლიდა კანონს და გააუქმებდა ტრამპის გადაწყვეტილებებს, რათა უზრუნველყოს ლგბტ-ს უფლებები.

არ შეიძლება რვა ან ათი წლის ბავშვის დისკრიმინაცია,რომელმაც ,,გადაწყვიტა ,რომ უნდა იყოს ტრანსგენდერი", განაცხადა დემოკრატიეული პარტიის აშშ პრეზიდენტობის კანდიდატმა ჯო ბაიდენმა ABC არხის ეთერში,გვამცნობს CBS News.

ტრანსგენდერი ბავშვის დედამ ჰკითხა ბაიდენს,როგორ დაიცავს ის ლგბტ-ს უფლებებს როდესაც არჩეულ იქნება აშშ-ს პრეზიდენტად?

ბაიდენმა უპასუხა,რომ გააუქმებს ტრამპის შესაბამის ბრძანებებს და ,,კატეგორიულად შეცვლის კანონს",რათა გაფართოვდეს სექსუალური უმცირესობების ულებები.

შემდეგ მან გაიხსენა ერთი მომენტი თავისი ბავშვობიდან,როდესაც მამამისის მანქანიდან გადმოვიდა და დაინახა,რომ ორი კაცი ეხვეოდა და კოცნიდა ერთმანეთს.,,მე მივუტრიელდი მამას ,მან კი მითხრა: ,,ჯო ეს არაფერია, მათ უყვართ ერთმანეთი", - ჰყვებოდა ბაიდენი.

მან განაცხადა,რომ არავითარი დისკრიმინაცია არ უნდა იყოს,თუ 8 ან 10 წლის ბავშვი ,,გადაწყვეტს,რომ უნდა იყოს ტრანსგენდერი."როგორც იუწყება მართმადიდებელ ჯურნალისტთა კავშირი, აშშ-ში გადაიღეს ფილმი 4 წლის ბავშვზე,რომელიც დედამისმა გამოაცხადა ტრანსგენდერად.

თუ შეცდომა შეამჩნიეთ, მონიშნეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl Enter- ს, რომ შეატყობინოთ ამის შესახებ რედაქციას.

გამოკითხვა

მართალია თუ არა პატრიარქი ვარფოლომეი, როცა ამბობს რომ ფანარიონის პირველობის ეჭვის ქვეშ დაყენება ზიანს აყენებს მართლმადიდებლობას?
დიახ, ფანარიონი პირველია - და ამაზე ვერც იკამათებ
22%
არა, ეკლესიაში პირველი - მხოლოდ ქრისტეა
78%
ჩემთვის სულერთია ფანარიონის განცხადებები
0%
სულ ხმა მისცა: 9

არქივი

Система Orphus