23.11 უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მოწინააღმდეგეთა რიცხვი სინოდში

02 დეკემბერი 2020 17:48
39
კიკის მიტროპოლიტი ნიკიფორე. ფოტო: orthodoxia.info კიკის მიტროპოლიტი ნიკიფორე. ფოტო: orthodoxia.info

კიკოს მიტროპოლიტი ყვებოდა, რომ ერთ-ერთი იერარქი, რომელმაც აღიარა დუმენკო სინოდის მეორე სხდომაზე 25 ნოემბერს, „მოქმედებდა თავისი იერარქიული სინდისის საწინააღმდეგოდ“.

2020 წლის 30 ნოემბერს კვიპროსის მართლმადიდებელი ეკლესიის კიკოს მიტროპოლიტმა ნიკიფორემ განაცხადა, რომ 23 ნოემბრის წმინდა სინოდის სხდომაზე იერარქების უმრავლესობა იყო უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მოწინააღმდეგე, იუწყება გამომცემლობა „რომფეა“.

მიტროპოლიტი ნიკიფორე ყვებოდა, რომ კვიპროსის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის პირველ სხდომაზე, რომელიც გაიმართა 23 ნოემბერს, ეპიფანე დუმენკოს აღიარების მოწინააღმდეგეთა რიცხვში შედიოდა პაფოსის მიტროპოლიტი გიორგი.

გარდა ამისა, მისი თქმით, 23 ნოემბერს, იმ იერარქთა შორის, ვინც გამოვიდა დუმენკოს აღიარების წინააღმდეგ,  აგრეთვე იყო ტრიმიფუნტელი მიტროპოლიტი ბარნაბა (სტავროვუნიოტისი), რომელიც სინოდის მეორე სხდომაზე 25 ნოემბერს „მოქმედებდა თავისი იერარქიული სინდისის შეუსაბამოდ“.

როდესაც ლაპარაკობდნენ სინოდის მიერ უარყოფილ კომპრომისული წინადადების შესახებ, მან განმარტა, რომ მისი არსი მდგომარეობდა იმაში, რათა „უარი არ ეთქვათ ეპიფანეს მოხსენიებაზე, მაგრამ არ ემსახურათ მასთან ერთად და, შესაბამისად, არ ჰქონოდათ მასთან ევქარისტიული ერთობა. თუმცა უნეტარესმა (არქიეპისკოპოსმა ქრიზოსტომოსმა - რედ.) მეორე ნაწილი ჩათვალა შეურაცხმყოფელად.

მანამდე მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, რომ, კიკოს მიტროპოლიტის სიტყვებით, ის „მოიხსენიებს არქიეპისკოპოს ქრიზოსტომოსს იკონომიით“, მაგრამ უარს იტყვის თანამსახურებაზე, თუ არქიეპისკოპოსი მოიხსენებს ეპიფანეს.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
ასევე წაიკითხეთ