მართლმადიდებლობაში განხეთქილება გამოწვეულია ფანარიონის და აშშ-ს მხრიდან

პირეოსის მიტროპოლიტი სერაფიმი. ფოტო: orthodoxia.info

მიტროპოლიტ სერაფიმის აზრით, კონსტანტინოპოლის საპატრიარქომ მეუ-ს ტომოსი გადასცა გეოპოლიტიკური მოსაზრებების გამო.

ელადის მართლმადიდებლური ეკლესიის (ემე) პირეოსის მიტროპოლიტს, სერაფიმს მიაჩნია, რომ მართლმადიდებლურ სამყაროში განხეთქილება გამოიწვია კონსტანტინოპოლის საპატრიარქომ და აშშ-სა და სხვა ქვეყნების გეოპოლიტიკურმა ინტერესებმა, - იტყობინება გამომცემლობა „ვიმა ორთოდოქსია“.

ბერი ნიკიტას ბროშურის „სრული სიმართლე უკრაინის საკითხზე“, სადაც საუბარია მსოფლიო მართლმადიდებლურ სამყაროში განხეთქილების მერ-ის (რუსული მართლმადიდებლური ეკლესია) და სხვა ეკლესიების ფანარიონის მიერ მეუ-თვის (უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესია) ტომოსის გადაცემაზე რეაქციასთან კავშირზე, კომეტირებისას მიტროპოლიტი სერაფიმი წერს, რომ „ამ შემთხვევაში, განხეთქილება გამოწვეულია არა ათეულობით ადგილობრივი ეკლესიის მიერ, რომელმაც უარყო უკრაინის ავტოკეფალია, არამედ ეკუმენური საპატრიარქოსა და დიდი სახელმწიფოების (აშშ, ევროკავშირი) გეოპოლიტიკური ინტერესებით“.

მან ასევე აღნიშნა, რომ ბერი ნიკიტას ბროშურაში „მთელ ტექსტს, თავიდან ბოლომდე, გასდევს ზიზღი რუსული ეკლესიისადმი, რომელიც ყველაფერში დამნაშავეა და ყველაფერზე პასუხს აგებს. ეკუმენური საპატრიარქოს მოქმედებები პირიქით წმინდაა, ემორჩილება და შეესაბამება წმინდა კანონებს. იმდენად წმინდაა და მორჩილი, რომ პან-მართლმადიდებლური სინოდის მოწვევა არცაა აუცილებელი“.

ამასთანავე, მიტროპოლიტი სერაფიმი აღნიშნავს, - „ყველა ხედავს იმ ფაქტს, რომ სამწუხაროდ, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ეკუმენური საპატრიარქო გეოპოლიტიკური მოსაზრებების გამო ჩაება უცხოურ (სახელმწიფოებთან, - რედ.) შეთქმულებაში“.

„ამას ნათლად ადასტურებს არა მხოლოდ უკრაინის ყოფილი პრეზიდენტის ბატონი პოროშენკოს მიერ აშშ-ს მიმართ გამოთქმული მადლიერების გრძნობა „ავტოკეფალიის მინიჭების პროცესში აქტიური მხარდაჭერისათვის“, არამედ აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-მდივნის ოფიციალური განცხადებაც. ჰიზერ ნოუერტი: „ შეერთებული შტატები მხარს უჭერს უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მინიჭებას“ და ეკუმენურ საპატრიარქოს გადავცემთ ჯერ-ჯერობით თანამდებობაზე მყოფ აშშ-ს სახელმწიფო მდივნის, ბ-ნი პომპეოს მილოცვას მეუ-თვის ავტოკეფალიის მინიჭებასთან დაკავშირებით“, - აღნიშნა მიტროპოლიტმა სერაფიმმა.

მანამდე მჟკ წერდა, რომ მიტროპოლიტ სერაფიმეს აზრით, ტომოსი მეუ-თვის - ბოლო პერიოდის ყველაზე ტრაგიკული მოვლენაა.

თუ შეცდომა შეამჩნიეთ, მონიშნეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl Enter- ს, რომ შეატყობინოთ ამის შესახებ რედაქციას.

გამოკითხვა

მართალია თუ არა პატრიარქი ვარფოლომეი, როცა ამბობს რომ ფანარიონის პირველობის ეჭვის ქვეშ დაყენება ზიანს აყენებს მართლმადიდებლობას?
დიახ, ფანარიონი პირველია - და ამაზე ვერც იკამათებ
22%
არა, ეკლესიაში პირველი - მხოლოდ ქრისტეა
78%
ჩემთვის სულერთია ფანარიონის განცხადებები
0%
სულ ხმა მისცა: 9

არქივი

Система Orphus