10 ადგილობრივი ეკლესია ცდება და ფანარიონი მართალია?

01 დეკემბერი 2020 20:42
25
პირეოსის მიტროპოლიტი სერაფიმ. ფოტო: ეvimaorthodoxias პირეოსის მიტროპოლიტი სერაფიმ. ფოტო: ეvimaorthodoxias

მიტროპოლიტმა სერაფიმემ აღნიშნა, რომ ფანარის მომხრეთა აზრით, 10 ადგილობრივი ეკლესიის რეაქცია, რომლებიც არ ეთანხმებიან ტომოსს, „ღვთის ნებას საწინააღმდეგოა“.

ელადის მართლმადიდებელი ეკლესიის პირეის მიტროპოლიტმა სერაფიმემ განაცხადა, რომ 14 ადგილობრივი ეკლესიიდან 10 არ აღიარებს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის „ავტოკეფალიას“, ამიტომაც ვერ მივიჩნევთ, რომ კონსტანტინეპოლის საპატრიარქოს პოზიცია  ამ საკითხში უტყუარია, გვაუწყებს ბერძნული გამოცემა „ვიმა ორთოდოქსია“.

სერაფიმემ მკაცრად გააკრიტიკა ათონის მონასტრის პანტოკრატორის მკვიდრის, ბერი ნიკიტას ბროშურა „სრული სიმართლე უკრაინის საკითხის შესახებ“.

იერარქის აზრით, ბროშურის ყურადღებით წაკითხვისას ჩანს, რომ მისი ავტორი, ერთი მხრივ „ულმობელ ომს აწარმოებს რუსეთის საპატრიარქოს წინააღმდეგ“, მეორე მხრივ კი ძალას არ იშურებს, რათა გაამართლოს მსოფლიო საპატრიარქო მხოლოდ იმიტომ, რომ  უკრაინის ავტოკეფალია წარმოადგინოს როგორც „ღვთის სასწაული“.

მიტროპოლიტი სერაფიმე ხაზს უსვამს, რომ ბერი ნიკიტას სიტყვებით,  მსოფლიო მართლმადიდებლობაში შექმნილი სიტუაციის გამო დამნაშავეა მხოლოდ რუსული მართლმადიდებელი ეკლესია, ხოლო „მსოფლიო საპატრიარქოში ის ვერ ხედავს ვერც შეცდომას და ვერც დანაშაულს“.

იერარქი აგრეთვე აღნიშნავს, რომ, ბერი ნიკიტას აზრით, ისინი, ვინც ემიჯნებიან  ფანარის პოზიციებს, „არჩევითად ეყრდნობიან გარკვეულ წესებს, მაგრამ თვითნებურად სხვა დანარჩენებსაც არ ცნობენ“.

აქედან გამომდინარე, აღნიშნავს მღვდელმთავარი, „უმრავლესობა, ანუ 14 ადგილობრივი ეკლესიიდან 10, ვინც არ ცნეს უკრაინის ავტოკეფალია იმ სახით, რა სახითაც ის იქნა წარმოდგენილი... ასევე მიდიან არასწორი გზით, უშვებენ შეცდომას, რადგან არჩევითად ეყრდნობიან გარკვეულ წესებს და თვითნებურად  სხვა დანარჩენებსაც უარყოფენ“.

მეუფე გაოცებულია:  გამოდის რომ,  მხოლოდ მამა ნიკიტა „განიხილავს პრობლემას ყოველმხრივ გლობალურად, ეკლესიის წმინდა კანონების გათვალისწინებით“, „ამიტომაც თუ 10 ადგილობრივ  ეკლესიას, ვინც უარყოფობენ უკრაინის ავტოკეფალიას, სურთ, რომ  იპოვონ „სრული სიმართლე“ და  გაერკვნენ ამ საკითხში, წაიკითხონ მამა ნიკიტას ბროშურა“, - სარკასტულად აღნიშნავს მეუფე.

პირეის მიტროპოლიტი აგრეთვე აღნიშნავს, რომ ბერი ნიკიტა „უფრო შორს მიდის  და ამბობს, რომ ნებისმიერი არსებული რეაქცია (უარყოფითი უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მიმართ - რედ.) დროებითია და ისინი გაქრებიან, რადგან ღვთის ნების საწინააღმდეგოა“, იმ დროს, როდესაც მსოფლიო საპატრიარქოს მოქმედებები წმინდაა, პატივსაცემი და ღვთის ნების შესაბამისი“.

მეუფეს აგრეთვე იშველიებს „უკრაინის ავტოკეფალიის“ თემის ერთ-ერთი მცოდნე ადამიანის სიტყვებს. მისი აზრით, თუ ბერი ნიკიტას ლოგიკას მივყვებით, „აუცილებლობას არ წარმოადგენს მსოფლიო მართლმადიდებლური კრების მოწვევა, ვინაიდან მსოფლიო საპატრიარქო დამოუკიდებლად იღებს ღვთისსათნო გადაწყვეტილებებს, ხოლო ყველა ეკლესია უნდა დაემორჩილოს მსოფლიო საპატრიარქოს წმინდა სინოდის ნებას“.

მანამდე მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, რომ პირეის მიტროპოლიტ სერაფიმეს აზრით, უკრაინის ეკლესიის წინამძღოლი  უნეტარესი ონუფრია.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
ასევე წაიკითხეთ