რომის პაპი ფანარიონის მეთაურს: მწამს, მივაღწევთ სრულ ევქარისტულ ერთიანობას

პატრიარქი ვარფოლომეი და რომის პაპი ფრანცისკი. ფოტო: vaticannews.va

კონსტანტინოპოლის საპატრიარქო და რომაულ-კათოლიკური ეკლესია უახლოვდება საერთო მიზანს - სრულ ევქარისტულ ერთიანობას, განაცხადა რომის პაპმა ფრანცისკმა.

კათოლიკური ეკლესია და ეკუმენური პატრიარქატი თეოლოგიური საუბრების საშუალებით აღადგენს სრულ კავშირს და ევქარისტულ ერთიანობას, დარწმუნებით განაცხადა რომის პაპმა, ფრანცისკმა, პატრიარქ ვარფოლომეის გზავნილში, - იტყობინება Vatican News.

კარდინალ კურტ კოხის, რომის პაპის ქრისტიანული ერთიანობის საბჭოს თავმჯდომარის, ხელმძღვანელობით 30 ნოემბერს, ფანარიონს ეწვია ვატიკანის დელეგაცია. 

კათოლიკურმა დელეგაციამ, ფანარიონზე, მოციქულ ანდრია პირველწოდებულის (იულიუსის ახალი კალენდრის მიხედვით) ხსოვნის დღესთან დაკავშირებულ „ლიტურღიაში მიიღო მონაწილეობა“. ღვთისმსახურების დასასრულს, კარდინალმა კურტ კოხმა წაიკითხა პაპ ფრანცისკის გზავნილი პატრიარქ ვარფოლომეისადმი.

საკუთარ გზავნილში, პაპი ფრანცისკი „სიხარულით იხსენებს“ ფანარიონის მეთაურთან 20 ოქტომბრის შეხვედრას რომში, როცა პატრიარქმა ვარფოლომეიმ მონაწილეობა მიიღო ეკუმენურ ლოცვაში. ვატიკანის მეთაური აღნიშნავს, რომ კონსტანტინოპოლის პატრიარქის მხრიდან „იგრძნო ძმობისაკენ მისწრაფება“ სხვადასხვა შეხვედრების დროს. 

რომის პაპის თქმით, XX საუკუნეში, რკე-სა (რომის კათოლიკური ეკლესია) და ფანარიონს შორის ურთიერთობები მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა და ეხლა ვუახლოვდებით „მიზანს აღვადგინოთ სრული კავშირები, რაც გამოიხატება საერთო ევქარისტულ ტრაპეზში მონაწილეობით.

ვატიკანის მეთაურმა ასევე განაცხადა, რომ სწამს მიიღწევა სრული ერთიანობა და ევქარისტული კავშირი კათოლიკურ ეკლესიასა და კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს შორის.  

როგორც იტყობინებოდა მჟკ, ამ ფაქტამდე, ფანარიონის მეთაურმა კათოლიკებს მოუწოდა ქრისტეს „მეგობრობის გემოს ერთად ზიარებოდნენ“.

თუ შეცდომა შეამჩნიეთ, მონიშნეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl Enter- ს, რომ შეატყობინოთ ამის შესახებ რედაქციას.

გამოკითხვა

მართალია თუ არა პატრიარქი ვარფოლომეი, როცა ამბობს რომ ფანარიონის პირველობის ეჭვის ქვეშ დაყენება ზიანს აყენებს მართლმადიდებლობას?
დიახ, ფანარიონი პირველია - და ამაზე ვერც იკამათებ
22%
არა, ეკლესიაში პირველი - მხოლოდ ქრისტეა
78%
ჩემთვის სულერთია ფანარიონის განცხადებები
0%
სულ ხმა მისცა: 9

არქივი

Система Orphus