სოროსი საფრთხეს უქმნის რელიგიის თავისუფლებას ევროპაში - უნგრეთის პრემიერი

უნგრეთსი პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი. ფოტო: politico.eu

ვიქტორ ორბანმა პასუხი გასცა სოროსის მოწოდებას დაისაჯოს უნგრეთი და პოლონეთი ლგბტ-ებისა და აბორტების მომხრე ევროკომისიის ახალი სტრატეგიის მიღებაზე უარის გამო.

ქსელი, ჯორჯ სოროსის მიერ ხელმძღვანელობით, საფრთხეს უქმნის თავისუფლების გამოყენების  შესაძლებლობას, რომ მივდიოთ ქრისტეს სწავლებას, ვემსახუროთ საკუთარ ქვეყანას და დავიცვათ ჩვენი ოჯახები, განაცხადა უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ოტბანმა.

საკუთარ ვებ.გვერდზე უნგრეთის პრემიერმა გამოაქვეყნა სტატია სათაურით „ევროპამ არ უნდა დაუთმოს სოროსის ქსელს“. ეს ტექსტი გახდა ჯორჯ სოროსის მიერ „Project Syndicate“-ში გამოქვეყნებული სტატიის, „ევროპამ წინააღმდეგობა უნდა გაუწიოს უნგრეთსა და პოლონეთს“, პასუხი.

ევროკავშირის ბიუჯეტი უნგრეთმა და პოლონეთმა დაბლოკეს 1,8 ტრილიონი ევროთი ახალი მექანიზმის გამო, რომელსაც ფინანსური გავლენა აქვს ნაციონალურ კანონმდებლობაზე. ამ მექანიზმს, „კანონის უზენაესობის პრინციპი“, შეუძლია ევროკავშირის ქვეყანა დატოვოს ფულის გარეშე, თუ იქ აკრძალულია ლგბტ-ს, აბორტებისა და ერთსქესიანთა პროპაგანდა.

ორბანი წერს, რომ იძულებულია უპასუხოს „ეკონომიკურ დამნაშავეს“ ჯორჯ სოროსს, იმდენად რამდენადაც ეს „უნგრელი სპეკულიანტი და მილიარდერი ღიად მბრძანებლობს ევროკავშირის ლიდერებს“. „თავის სტატიაში ის ავალებს მათ მკაცრად დასაჯონ ის წევრი-სახელმწიფოები, რომლებსაც არ სურთ გახდნენ გლობალური „ღია საზოგადოების“ დროშის ქვეშ გამაერთიანებელი ევროპული იმპერიის ნაწილი“, - აღნიშნა უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა.  

ვიქტორ ორბანის თქმით, „ძლიერი ძალები კვლავ იღწვიან ევროპის ხალხების ამოძირკვისთვის და გლობალური იმპერიის ეგიდით კონტინენტის გაერთიანებისთვის. ამგვარი ძალაა სოროსის ქსელიც - პოლიტიკოსების, ჟურნალისტების, მოსამართლეების, ბიუროკრატების და პოლიტიკური აგიტატორების უზარმაზარ სიას ხელფასებს ჯორჯ სოროსი უხდის. ისინი კი „შენიღბულები არიან სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციის წევრებად.“ ევროპის ემიგრანტების კონტინენტად გადაქცევით ეს ქსელი ანგრევს ეროვნულ სახელმწიფოებს.

უნგრეთის პრემიერ-მინისტრისთვის სოროსის მიზანი ნათელია: „ეროვნულ დონეზე გადაწყვეტილებების მირების პროცესის ჩამოშლა, მისი გლობალური ელიტის ხელში გადაცემა.“

 „მათ შორის სხვაობა აშკარაა, - ხაზი გაუსვა ვიქტორ ორბანმა. - სოროსს უნდა ღია საზოგადოება, ჩვენ კი გვინდა უსაფრთო საზოაგადოება. მისი თქმით, დემოკრატია შეიძლება იყოს მხოლოდ ლიბერალური, ჩვენ კი ვფიქრობთ, რომ ის შეიძლება იყოს ქრისტიანული. მისი სიტყვებით, თავისუფლება შეიძლება ემსახუროს მხოლოდ თვითრეალიზაციას, ჩვენ კი გვჯერა, რომ თავისუფლება შეიძლება ქრისტეს სწავლებების გასაზიარებლად გამოიყენო, ემსახურო ქვეყანას და დაიცვა საკუთარი ოჯახი. ქრისტიანული თავისუფლების საფუძველი - არის თავისუფალი არჩევანის უფლება. ეხლა ეს საფრთხის ქვეშაა“.

როგორც იტყობინებოდა მჟკ, სამმა იეზუიტურმა ორგანიზაციამ მიიღო 1,5 მილიონ დოლარზე მეტი ჯორჯ სოროსის ფონდიდან.

თუ შეცდომა შეამჩნიეთ, მონიშნეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl Enter- ს, რომ შეატყობინოთ ამის შესახებ რედაქციას.

გამოკითხვა

გაიკეთებთ თუ არა COVID საწინააღმდეგო აცრას?
სულ ხმა მისცა: 0

იუმორი

გაკვეთილზე მასწავლებელი სვამს კითხვას:

– ბავშვებო! დაასახელეთ რომელიმე სასწაული?

გოგონა, რომელიც იზრდებოდა ქრისტიანულ ოჯახში, სწევს ხელს. მასწავლებელი მას ეკითხება.

– სასწაული იყო, როდესაც ღმერთმა ებრაელები გამოიყვანა წითელი ძღვიდან.

ეტყობა ურწმუნო მასწავლებელი პასუხობს:

– ამას არ შეიძლება ეწოდოს სასწაული. მეცნიერებმა დაადგინეს, რომ იმ დროს იმ ადგილზე წყალი მუხლებამდე იყო და ზღვის გადმოლახვა ნებისმიერს შეეძლო.

მასწავლებელი აგრძელებს კითხვის დასმას:

– ბავშვებო! ვინმეს შეუძლია მითხრას რაიმე სასწაული?

ისევ ის გოგონა სწევს ხელს. მასწავლებული იძულებული ისევ ჰკითხოს მას.

– სასწაული იყო,როდესაც ფარაონის ყველა მხლებლები წყალში ჩაიძირნენ, რომელიც მუხლებამდე სწვდებოდათ.

 

არქივი

Система Orphus