კვიპროსის სინოდმა არ მიიღო მეუ-ს შესახებ კომპრომისული გადაწყვეტილება

კიკოსის მიტროპოლიტი ნიკიფორი (ცენტრში) და არქიეპისკოპოსი ქრიზოსტომი (მარჯვნიდან პირველი). ფოტო: arxon.gr

მიტროპოლიტი ნიკოფორი დუმენკოსთან ევქარისტული ურთიერთობისა და მსახურების წინააღმდეგ გამოვიდა.

2020 წლის 25 ნოემბერს, კვიპროსის ეკლესიის წმინდა სინოდის სხდომაზე კიკოსის მიტროპოლიტმა ნიკიფორმა მის წევრებს  მეუ-სთან (უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესია) დაკავშირებით კომპრომისული გადაწყვეტილების მიღება შესთავაზა. თუმცა, წინადადება უარყოფილ იქნა. გამომცემლობამ „რომფეა“ გამოაქვეყნა კიკოსის მიტროპოლიტის წინადადების სრული "ტექსტი".

ამ ტექსტის მიხედვით, სინოდს უნდა მიეღო გადაწყვეტილება, რომ „კვიპროსის (სიტყვასიტყვით: „წმინდანთა შობის კუნძული" - რედ.) სამოციქულო ეკლესიაში დაყოფისა და განხეთქილების თავიდან ასაცილებლად გაყოლოდა არა აკრივიის გზას, არამედ იკონომიის გზას, რომელსაც საუკუნეების განმავლობაში მიყვებოდნენ ჩვენი ეკლესიის დიდებული მამები, და რომელიც მართლმადიდებლური ეკლესიისთვის არის სიყვარულის, მორჩილებისა და შერიგების უმაღლესი საიდუმლო."

ტექსტში ნათქვამია, რომ „წმინდა სინოდმა, ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით გადაწყვიტა, ჩვენი მართლმადიდებლური ეკლესიის ერთიანობის დასაცავად არ შეწინააღმდეგებოდა ჩვენს უნეტარეს არქიეპისკოპოსს მოეხსენებინათ ეპიფანე კიევის „მიტროპოლიტად“, მაგრამ აეკრძალა მასთან ერთად მსახურება და სრული ევქარისტული ქადაგება. 

ამავე დროს დოკუმენტში ხაზგასმულია, რომ „წმინდა სინოდი პატივს სცემს საკუთარი წევრების პოზიციას 2019 წლის 18 თებერვლის სინოდის სხდომის ერთსულოვანი გადაწყვეტილების თანახმად“.

„კვიპროსის ეკლესიის წმინდა სინოდი ელოდება სრულიად მართლმადიდებლური სამყაროს კონსულტაციებს, სადაც მართლმადიდებლური ეკლესიების ყველა წინამძღოლი (შიდა პოლიტიკური ძალების გავლენისა და გეოსტრატეგიული და გეოეკონომიკური ინტერესების მონაწილეობის გარეშე) გამოავლენს არქიერულ სიბრძნეს და ითანამშრომლებს ამჟამინდელი კრიზისის (რომელმაც შესაძლოა გამოიწვიოს ქრისტეს მსოფლიო მართლმადიდებლურ ეკლესიაში დამანგრეველი განხეთქილება) გადასალახავად,“ - ნათქვამია ტექსტში, რომელიც არ მიიღო კვიპროსის ეკლესიის სინოდმა.

ადრე მჟკ წერდა, რომ ცნობილი გახდა იმ სინოდალების სახელები, რომლებიც მხარს უჭერენ მეუ-ს (უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესია).

თუ შეცდომა შეამჩნიეთ, მონიშნეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl Enter- ს, რომ შეატყობინოთ ამის შესახებ რედაქციას.

გამოკითხვა

მართალია თუ არა პატრიარქი ვარფოლომეი, როცა ამბობს რომ ფანარიონის პირველობის ეჭვის ქვეშ დაყენება ზიანს აყენებს მართლმადიდებლობას?
დიახ, ფანარიონი პირველია - და ამაზე ვერც იკამათებ
18%
არა, ეკლესიაში პირველი - მხოლოდ ქრისტეა
82%
ჩემთვის სულერთია ფანარიონის განცხადებები
0%
სულ ხმა მისცა: 11

არქივი

Система Orphus