ბელგიაში ჰომოსექსუალისტებისთვის ბავშვთა ბაზრობა გაიმართა

ჰომოსექსუალისტებისთვის ბავშვთა გაყიდვის ბაზრობის მონაწილეები. ფოტო: YouTube-არხის Men Having Babies სქრინშოთი

ბელგიურ ონლაინ-ბაზრობაზე ლგბტ-საზოგადოების წარმომადგენლებს  სუროგატი დედის ან ჩვილი ბავშვის შერჩევის შესაძლებლობა მისცეს.

7-8 ნოემბერს ბელგიაში ჰომოსექსუალისტებისთვის ჩატარდა სუროგატული დედებისა და ჩვილი ბავშვების ონლაინ-ბაზრობა სათაურით «Men Having Babies» (ბავშვის მყოლი/ყოლის მსურველი მამაკაცები).

ადრე, ღონისძიებები ტარდებოდა ბრიუსელში სასტუმრო „ჰილტონში“, მაგრამ როგორც ორგანიზატორების ვებ.გვერდზეა აღნიშნული - წელს, საკარანტინე შეზღუდვებმა გამოიწვია ვირტუალურ ფორმატში გადასვლა.

რეგისტრაციისთვის გეი-მონაწილეებს უნდა გადაეხადათ 20 ევრო.

ღონისძიების ფარგლებში გაიმართა ვირტუალური გამოფენაც, სადაც შესაძლებელი იყო სუროგატი დედის და იმ ქალების მონაცემების დანახვა, რომლებიც მზად არიან გააჩინონ/გაყიდონ უკვე დაბადებული ბავშვები და ხელი მოაწერონ უარყოფას მყიდველის სასარგებლოდ. მონაწილეებს ამ ქალებთან კერძო ონლაინ-კომუნიკაციის შესაძლებლობაც ჰქონდათ.

როგორც ბაზრობის ორგანიზატორების აღნიშნავენ, მონაწილეებს სთავაზობდნენ „სუროგაციულ დედობასთან დაკავშირებული ხარჯების მნიშვნელოვანი ეკონომიის ახალ შესაძლებლობებს“.

როგორც იტყობინებოდა მჟკ, 2019 წელს ბრიუსელში, ლგბტ-წყვილებისათვის ჩატარდა სუროგატი დედების და ბავშვების ბაზრობა, სადაც ჩვილების ყიდვა-გაყიდვა იყო ლეგალურად რეგისტრირებული, ხოლო ფასები მერყეობდა „ხარისხის მიხედვით“ -  $ 95 000-დან $ 160 000-მდე.

თუ შეცდომა შეამჩნიეთ, მონიშნეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl Enter- ს, რომ შეატყობინოთ ამის შესახებ რედაქციას.

გამოკითხვა

მართალია თუ არა პატრიარქი ვარფოლომეი, როცა ამბობს რომ ფანარიონის პირველობის ეჭვის ქვეშ დაყენება ზიანს აყენებს მართლმადიდებლობას?
დიახ, ფანარიონი პირველია - და ამაზე ვერც იკამათებ
50%
არა, ეკლესიაში პირველი - მხოლოდ ქრისტეა
50%
ჩემთვის სულერთია ფანარიონის განცხადებები
0%
სულ ხმა მისცა: 2

არქივი

Система Orphus