COVID-19-ით გარდაიცვალა ელადის არქიეპისკოპოსი, დუმენკოს თანამეინახე

ლანგადასკის მიტროპოლიტი იოანი (ბოლო მარჯვნიდან) მეუ-ს „ღვთისმსახურების“ დროს. ფოტო: pomisna.info

COVID-19-ით გარდაიცვალა ლანგადასკის მიტროპოლიტი იოანი, რომელიც იყო დუმენკოსა და მეუ-ს (უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესია) „იერარქების“ თანამეინახე კიევში.

2020 წლის 15 ნოემბერს 62 წლის ასაკში, COVID-19-ით გამოწვეული გართულებების ფონზე, გარდაიცვალა ელადის მართლმადიდებლური ეკლესიის, ლანგადასკის მიტროპოლიტი იოანი (ტაისიასი), იტყობინება გამომცემლობა „რომფეა“.

გამომცემლობის ინფორმაციით, მიტროპოლიტმა იოანმა ვირუსზე, SARS-CoV-2-ზე ტესტირებისას დადებითი შედეგი მიიღო. პარასკევს, 13 ნოემბერს იგი ჰოსპიტალიზირებული იყო კლინიკის „პაპარეორგიუ“ სპეციალურ განყოფილებაში, სალონიკში.

მედიცინის პერსონალის დიდი მონდომების მიუხედავად, იერარქის ჯანმრთელობა შაბთიდან კვირის ღამეს მკვეთრად გაუარესდა და 15 ნოემბერს, დილის 06:35 სთ-ზე გული გაუჩერდა. ცხადდება, რომ მიტროპოლიტ იოანეს ჰქონდა თანმხლები დაავადებებიც.

ადრე მჟკ წერა, რომ ლანგადასკის მიტროპოლიტმა იოანემმონაწილეობა მიიღო მეუ-ს „ლიტურღიაში, რომელიც გაიმართა რუსეთის ნათლობის დღის საპატივცემლოდ, კიევის სოფიას ტაძარში, 2019 წლის 28 ივლისს.

თუმცა, მოგვიანებით გამოჩნდა ინფორმაცია, რომ  რუსეთის ნათლობის 1031-წლისთავთან დაკავშირებით ელადის მართლმადიდებლური ეკლესიის არქიეპისკოპოსის, ლანგადასკის მიტროპოლიტის იოანის კიევში ვიზიტი პირადი ხასიათისა იყო. მიტროპოლიტი იოანი მეუ-ს „იერარქებთან“ მსახურობდა უკრაინის უჟგოროდის საღვთისმეტყველო აკადემიიის პროფესორის რანგში, მაგრამ არ იყო დელეგირებული ელადის სრული ეკლესიის მიერ.

თუ შეცდომა შეამჩნიეთ, მონიშნეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl Enter- ს, რომ შეატყობინოთ ამის შესახებ რედაქციას.

გამოკითხვა

უნდა მოუწოდოს თუ არა მღვდელმსახურმა მრევლს COVID-19 საწინააღმდეგო ვაქცინაციისკენ?
დიახ, ეპისკოპოსები და მღვდელმსახურები ზრუნავენ მრევლის ჯანმრთელობაზე
0%
არა, ეს წმინდა სამედიცინო საკითხია, ეკლესია აქ არაფერ შუაშია
100%
ჩემთვის სულ ერთია
0%
სულ ხმა მისცა: 5

იუმორი

გაკვეთილზე მასწავლებელი სვამს კითხვას:

– ბავშვებო! დაასახელეთ რომელიმე სასწაული?

გოგონა, რომელიც იზრდებოდა ქრისტიანულ ოჯახში, სწევს ხელს. მასწავლებელი მას ეკითხება.

– სასწაული იყო, როდესაც ღმერთმა ებრაელები გამოიყვანა წითელი ძღვიდან.

ეტყობა ურწმუნო მასწავლებელი პასუხობს:

– ამას არ შეიძლება ეწოდოს სასწაული. მეცნიერებმა დაადგინეს, რომ იმ დროს იმ ადგილზე წყალი მუხლებამდე იყო და ზღვის გადმოლახვა ნებისმიერს შეეძლო.

მასწავლებელი აგრძელებს კითხვის დასმას:

– ბავშვებო! ვინმეს შეუძლია მითხრას რაიმე სასწაული?

ისევ ის გოგონა სწევს ხელს. მასწავლებული იძულებული ისევ ჰკითხოს მას.

– სასწაული იყო,როდესაც ფარაონის ყველა მხლებლები წყალში ჩაიძირნენ, რომელიც მუხლებამდე სწვდებოდათ.

 

არქივი

Система Orphus