ეუთო ღვთისმსახურებისთვის საკარანტინე ზომების შესუსტებისკენ მოუწოდებს

ეუთო-ში ჩატარდა ყოველწლიური შეხვედრა რელიგიური თავისუფლების შესახებ. ფოტო: armeniatoday.news

როცა მუშაობს მაღაზიები, ბანკები, სოციალური დაწესებულებები, - საკარინტინე წესების დამცავი ეკლესიები არ უნდა დაიკეტოს, განაცხადა არასამთავრობო ორგანიზაციის, ხელმძღვანელმა.

2020 წლის 10 ნოემბერი, ეუთო-ს ყოველწლიურ შეხვედრაზე, სადაც განხილული იყო რელიგიისა და რწმენის თავისუფლების დაცვის საკითხები (SHDM), უფლებადამცველი ორგანიზაციის "სახალხო ადვოკატი" ხელმძღვანელმა, ოლეგ დენისოვმა განაცხადა, რომ აუცილებელია რელიგიური ორგანიზაციების საკარანტინო შეზღუდვების შემსუბუქება. იტყობინება არასამთავრობო ორგანიზაციის პრეს-სამსახური.

უფლებადამცველის თქმით, კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული მასიური ლოქდაუნებისა და საკარანტინე შეზღუდვების პირობებში, „აუცილებელია უსაფრთხოების ნორმების დაცვასა და მორწმუნეთა უფლებებს, განახორციელონ რელიგიური რიტუალები ტრადიციული ფორმით, შორის ბალანსის პოვნა.

თუ კარანტინის პერიოდში მუშაობს მაღაზიები, ბანკები, სოციალური დაწესებულებები, რატომ არ უნდა იმუშაოს ეკლესიამაც? - აღნიშნა დნისოვმა. - ასეთ პირობებში, ღვთისმსახურების აკრძალვა, მაშინ როცა ეკლესია უზრუნველყოფს ყველა სანიტარული ნორმის დაცვას, ცალსახად განიხილება რელიგიური თავისუფლების შესახებ საერთაშორისო სამართლის ნორმის დარღვევად“.

უფლებადამცველი ორგანიზაციის ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ აღმსარებლობის ტრადიციული ფორმების ციფრული ფორმებით შეცვლის სურვილს არ ემხრობა მორწმუნეთა უდიდესი ნაწილი და რომ მათი უფლებების დაცვა, რელიგიური წესებთან მიმართებაში, აუცილებელია. მან ასევე ხაზი გაუსვა, რომ საერთაშორისო სამართალი და ეროვნული კანონმდებლობა, ქვეყნების აბსოლუტურ უმრავლესობაში, მორწმუნეთა მხარეზეა.

ყოველივე ამის გათვალისწინებით, არასამთავრობო ორგანიზაციამ „საზოგადოებრივი უფლებების დაცვა“ ეუთო-ს და მის წევრ-ქვეყნებს შესთავაზა რელიგიურ ორგანიზაციებთან მიმართებაში, კარანტინის პერიოდში, შეარბილოს შემზღუდველი ნორმები.

როგორც იტყობინებოდა მკჟ, ევროპის საერთაშორისო ორგანიზაციებში მეუ(კ)-ს წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა ეპისკოპოსმა ვიქტორმა (კოცაბა) ეუთო-ს ყოველწლიური შეხვედრის ფორმატში მოუწოდა უფრო აქტიური რეაგირებისკენ, როცა სისტემატიურად ირღვევა მეუ(კ)-ს მორწმუნეთა უფლებები.

თუ შეცდომა შეამჩნიეთ, მონიშნეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl Enter- ს, რომ შეატყობინოთ ამის შესახებ რედაქციას.

გამოკითხვა

გაიკეთებთ თუ არა COVID საწინააღმდეგო აცრას?
სულ ხმა მისცა: 0

იუმორი

გაკვეთილზე მასწავლებელი სვამს კითხვას:

– ბავშვებო! დაასახელეთ რომელიმე სასწაული?

გოგონა, რომელიც იზრდებოდა ქრისტიანულ ოჯახში, სწევს ხელს. მასწავლებელი მას ეკითხება.

– სასწაული იყო, როდესაც ღმერთმა ებრაელები გამოიყვანა წითელი ძღვიდან.

ეტყობა ურწმუნო მასწავლებელი პასუხობს:

– ამას არ შეიძლება ეწოდოს სასწაული. მეცნიერებმა დაადგინეს, რომ იმ დროს იმ ადგილზე წყალი მუხლებამდე იყო და ზღვის გადმოლახვა ნებისმიერს შეეძლო.

მასწავლებელი აგრძელებს კითხვის დასმას:

– ბავშვებო! ვინმეს შეუძლია მითხრას რაიმე სასწაული?

ისევ ის გოგონა სწევს ხელს. მასწავლებული იძულებული ისევ ჰკითხოს მას.

– სასწაული იყო,როდესაც ფარაონის ყველა მხლებლები წყალში ჩაიძირნენ, რომელიც მუხლებამდე სწვდებოდათ.

 

არქივი

Система Orphus