კვიპროსის სინოდის წევრები წყვეტენ აქიეპისკოპოს ქრიზოსტომთან მსახურებას

სინოდალები წყვეტენ არქიეპისკოპოს ქრიზოსტომთან ერთად მსახურებას. ფოტო: philenews.com

კვიპროსის ეკლესიის წინამძღვარმა უნდა შეცვალოს ერთპიროვნული, თვითნებური გადაწყვეტილება მეუ-ს აღიარების შესახებ, რაც მიღებულ იქნა სინოდის ნების წინააღმდეგ.

კვიპროსის მართლმადიდებლური ეკლესიის წმინდა სინოდის წევრები, წყვეტენ კვიპროსის არქიეპისკოპოს ქრიზოსტომთან კონტაქტსა და მსახურებას, სანამ სინოდი არ მიიღებს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის (მეუ) აღიარების გადაწყვეტილებას. ამის შესახებ განცხადება გააკეთა ტამასოსის და ორინისკის მიტროპოლიტმა ისაიამ - იტყობინება საბრძნეთის წყარი Philnews სამშაბათს, 2020 წლის 10 ნოემბერს.

არქიეპისკოპოსმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ყველა ის პირი, ვინც არ დაეთანხმება ეპიფანეს, როგორც წინამძღვრის მოხსენიებას, - არ იმსახურებს მასთან ერთად, თუ ის ჩამობრძანდება კვიპროსზე არქიეპისკოპოსის მოწვევით. მისივე თქმით, - ამჟამად კვიპროსის ეკლესია დგას განხეთქილების ზღვარზე, ხოლო სიტუაცია განიმუხტება თუ არა, დამოკიდებულია არქიეპისკოპოს ქრიზოსტომზე.

მან განმარტა, რომ ეპიფანიის აღიარების საკითხის განხილვის მიზნით კვიპროსის წინამძღვარს შეუძლია წმინდა სინოდის მოწვევა, მით უფრო რომ ამის აუცილებლობის შესახებ მოთხოვნა საჯაროდ გააკეთა უკვე ოთხმა მეტროპოლიტმა.

თუმცა, აღნიშნავს მიტროპოლიტი ისაია, - არქიეპისკოპოს ქრიზოსტომის განცხადებებიდან როგორც ჩანს, ის მზადაა სინოდის განხილვაზე გამოიტანოს მხოლოდ ის საკითხები, რომლებშიც (როგორც თვითონ თვლის) ექნება ხმების მეტი რაოდენობა.

„ჩვენ არ ვიზიარებთ ამგვარ მიდგომას, რომელსაც მივყავართ ინდივიდუალურ, კოლექტიურობიდან მოწყვეტილ ქმედებებამდე. რეალურად, წმინდა სინოდი ხომ კოლექტიურ გადაწყვეტილებებს უნდა იღებდეს“, - განაცხადა ტამასოსის მიტროპოლიტმა, და დაამატა, რომ „რასაკვირველია ეს არ ნიშნავს, იმას რომ ჩვენ ყოველთვის გვენდომება ჩვენი შეხედულებების გატანა.“

რაც შეეხება აქიეპისკოპოს ქრიზოსტომთან ერთად მსახურებას, - კვიპროსის არქიეპისკოპოსმა განაცხადა, რომ ვერ იმსახურებს ეპიფანეს მომხრეებთან ერთად, ვინაიდან ეს განხილული იქნება ისე, თითქოს მან აღიარა პირი, ვინც ხელდასმულია სათანადო პროცედურების გარეშე.

„მე ასევე არ შემიძლია აღვასრულო მსახურება ეპიფანესთან ან მის თანმხლებ პირებთან ერთად. არც ის შემიძლია რომ მივცე მორწმუნეებამდე წმინდა სიდუმლოებების დაყვანის უფლება. მე ვერ მივცემ მათ ჩემს ეპარქიაში შემოსვლის უფლებასაც,“ - განაცხადა მეტროპოლიტმა ისაიამ და დაამატა, რომ ეს არის საკუთარ იერარქიულ სინდისთან კონფლიქტის სურვილის არარსებობა და არა უბრალოდ ახირებისა და ეგოიზმის გამოვლინება.

კვიპროსის ეკლესიის პოზიციის შესახებ კითხვას კი მან ასე უპასუხა, - მიუხედავად იმისა, რომ ის არ ეთანხმება აღნიშნულ მოსაზრებას, მაინც უმჯობესია ნეიტრალური პოზიციის შენარჩუნება, იმისათვის რომ შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებისთვის მეტი დრო იყოს.

აქვე შეგახსენებთ, რომ ტამასის მიტროპოლიტმა ისაიამ ცოტა ხნის წის განაცხადა, რომ ეპისკოპოსი ვერ დაემორჩილება ეკლესიის წესის დამრღვევს.

თუ შეცდომა შეამჩნიეთ, მონიშნეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl Enter- ს, რომ შეატყობინოთ ამის შესახებ რედაქციას.

გამოკითხვა

მართალია თუ არა პატრიარქი ვარფოლომეი, როცა ამბობს რომ ფანარიონის პირველობის ეჭვის ქვეშ დაყენება ზიანს აყენებს მართლმადიდებლობას?
დიახ, ფანარიონი პირველია - და ამაზე ვერც იკამათებ
100%
არა, ეკლესიაში პირველი - მხოლოდ ქრისტეა
0%
ჩემთვის სულერთია ფანარიონის განცხადებები
0%
სულ ხმა მისცა: 1

არქივი

Система Orphus