მეუ-მ კარპატებთან უმე-ს უგორნიცკის მონასტერი დაიკავა

12 თებერვალი 20:34
0
მეუ-ს მომხრეების მიერ დაკავებული უმე-ს უგორნიცკის მონასტერი. ფოტო: Фейсбук Феогноста Бодоряка მეუ-ს მომხრეების მიერ დაკავებული უმე-ს უგორნიცკის მონასტერი. ფოტო: Фейсбук Феогноста Бодоряка

წმინდა მიქაელის უმე-ს უგორნიცკის მონასტერში მეუ-ს ბოგოროდჩანსკის „ეპისკოპოსმა“ თეოგნოსტოს ბოგორიაკმა „ღვთისმსახურება“ ჩაატარა.

2023 წლის 10 თებერვალს უმე-ს წმინდა მიქაელის უგორნიცკის მონასტერში, რომელიც მდებარეობს ივანო-ფრანკოვსკის ოლქის კოლიმიისკის რაიონის სოფელ ბაბიანკაში მეუ-ს ბოგოროდჩანსკის „ეპისკოპოსმა“ თეოგნოსტოს ბოგორიაკმა „ღვთისმსახურება“ ჩაატარა. ამის შესახებ ის თავის ფეისბუქ-გვერდზე იტყობინება.  მეუ-ს მონასტრის „ბერები“ მას ასისტენტენტობას უწევდნენ.

როგორც მჟკ-ს წყაროები იტყობინებიან, უმეს-ს წმინდა მიქაელის მონასტერი თითქმის ერთი წლის განმავლობაში დაკეტილი იყო. რფ-ის შემოჭრისთანავე, საძმო არჩევანის წინაშე დააყენეს - ისინი ან მეუ-ში უნდა გადასულიყვნენ, ან დაეტოვებინათ სავანე. ბერები წავიდნენ. ერთი პერიოდი მონასტრის ნაგებობებში ლტოლვილები ცხოვრობდნენ. ახლა სიწმინდე მეუ-ს წარმომადგენლების მიერ არის  დაკავებული.

წმინდა მიქაელის უგორნიცკის მონასტერი XVII საუკუნეში იყო დაარსებული. მისი ისტორიის ნაწილი დაკავშირებულია უნიატობის პერიოდთან.

.

უმე-ს სინოდის 2010 წლის 26 თებერვლის გადაწყვეტილებით (ჟურნალი №10), მონასტრის მოღვაწეობა აღდგენილი იყო.

სავანისგან სულ რაღაც 3 კილომეტრში, სოფელ უგორნიკში განლაგებულია მეუ-ს ფერიცვალების მონასტერი, რომელსაც აგრეთვე უგორნიცკის უწოდებენ.

მანამდე მჟკ წერდა, რომ 2022 წლის მარტში ივანო-ფრანკოვსკის ოლქის უმე-ს დუკონსკის მონასტრის წინამძღვარი და ბერები სავანიდან გააძევეს.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
ასევე წაიკითხეთ