ლავრაში დუმენკოს „ღვთისმსახურებაზე“ ხალხი რეგიონებიდან ავტობუსებით ჩამოიყვანეს

19 იანვარი 2023 20:15
3111
კიევ-პეჩორის ლავრის მიძინების სახელობის ტაძარში ,,ღვთისმსახურების'' მონაწილეები. ფოტო: pomisna.info კიევ-პეჩორის ლავრის მიძინების სახელობის ტაძარში ,,ღვთისმსახურების'' მონაწილეები. ფოტო: pomisna.info

კიევის ლავრაში მეუ-ს „ღვთისმსახურების“ მონაწილეთა უმეტესობა, რომლებიც ჟურნალისტებმა გამოკითხეს, რივნეს მცხოვრებნი აღმოჩნდნენ.

კიევ-პეჩერის ლავრის მიძინების საკათედრო ტაძარში ეპიფანე დუმენკოს დღევანდელი „ღვთისმსახურების“ მონაწილეთა ნაწილი ორგანიზებულად ჩამოიყვანეს დედაქალაქში რეგიონებიდან. მრევლის უმეტესობა, რომლებსაც ,,მე-5 არხი’’ ესაუბრა, რივნედან აღმოჩნდა.

„მე დავინახე მოწვევა, რომ ისინი აგროვებდნენ ხალხს და გადავწყვიტე მხარი დამეჭირა, წამოვსულიყავი“, - თქვა მიროსლავამ, რივნის მცხოვრებმა.

"ბევრნი ვართ, სამი ავტობუსი", - განუცხადა ჟურნალისტს კიდევ ერთმა სტუმარმა რივნედან, ნატალიამ. ”შეიძლება მოგვიანებით ეს ამოჭრათ, იქნებ არ იყო ამის თქმა საჭირო.”

მანამდე, დეკანოზმა ნიკოლაი დანილევიჩმა, მეუ-ს ეკლესიებში მრევლის არარსებობის შესახებ კომენტირებისას, აღნიშნა, რომ იგივე მოხდება კიევ-პეჩერის ლავრის მიძინებისა და სატრაპეზოს ეკლესიებთან: ”მე ვფიქრობ, იგივე მოხდება ზემო ლავრასთან დაკავშირებით: ხალხი შეიკრიბება პირველი მსახურებისთვის, ანშლაგისთვის, ახალი ამბების ტალღისთვის და შემდეგ იქნება იგივე, რაც სოფიაში და ფეოდოსიევსკში, სადაც სრული დასწრება არ არის’’.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
ასევე წაიკითხეთ